მდიდრები განსხვავებულად იქცევიან. ვფიქრობდი, თუკი მათსავით მოვიქცეოდი, მეც მდიდარი გავხდებოდი. თუ რამდენად შეესაბამება ჩემი ვარაუდი სინამდვილეს, მოდით ერთად გავარკვიოთ.
- ჩემს 5 ჩვეულებრივ მეგობარს რომ ჰკითხოთ, უნდათ თუ არა რომ მდიდრები იყვნენ, აუცილებლად დადებით პასუხს მიიღებთ. რეალურად კი ეს ასე არ არის.
მდიდრებს უბრალოდ სურთ იყვნენ მდიდრები და ამისთვის იბრძვიან კიდეც.
მინდა გაგამხნევოთ:
,,თითქმის არცერთი მდიდარი არ გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭიერებით, განათლებით ან მომხიბვლელობით. ისინი ხდებიან მდიდრები მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურთ” – პოლ არდენი
- მდიდრები მუდამ მდიდრების წრეში ტრიალებენ. და იცით რატომ? – სიმდიდრეც მთქნარებასავით გადამდებია. ადამიანი, რომელიც მილიონებს გამოიმუშავებს, თქვენთვის მოტივაცია ხდება.
- მდიდრები რაც შეიძლება მეტ და საუკეთესო მრჩეველს ეძებენ. მაგალითად საკუთარი თავი რომ მოვიყვანო: მყავს ბიზნესის, კვების, მომღერალი მენტორები. სულიერი მოძღვარიცა და ფსიქოლოგიც, ყველა მეხმარება, ვიყო საუკეთესო.
არ არის საჭირო ბორბლის გამოგონება. უბრალოდ თვალყური ადევნეთ ბორბლის გამომგონებელს და გაარკვიეთ, თუ რამ შეძლო მისი შთაგონება.
- რა ისწავლე დღეს? არაფერი?! აიღე ფურცელი, დაწერე დღევანდელი რიცხვი და ცეცხლში დაწვი.
ყოველთვის ისწავლე რაღაც და სხვებსაც ასწავლე. განვითარებაში ორივე დაგეხმარებათ.
მე ამ სტატიით რაღაცას გასწავლით, ამიტომაც ვაპირებ, ავიღო ფურცელი, დავწერო დღევანდელი რიცხვი, დავისხა შამპანური და მის გარშემო გამარჯვებულმა ვიცეკვო.
- ერთ დღესაც გავაცნობიერე რომ, როდესაც ვინმე გამარჯვებაში მეხმარებოდა, ამ ადამიანის შესახებ ყველას ვუამბობდი. ყოველთვის ასე მოიქეცი. ყველას ეყვარები და შენი დახმარება მოუნდება.
- მდიდრები მუშაობენ ისე, თითქოს მათ სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. დიახ, მათი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული. დღის განმავლობაში რამდენ საათს მუშაობენ? თქვენ ეს რიცხვი გააორმაგეთ ან წუწუნი შეწყვიტეთ.
- მდიდარი ადამიანები აკეთებენ იმას, რაც კარგად გამოსდით
რა გამოგდით ყოველთვის კარგად? ეცადეთ უფრო დაიხვეწოთ ამ საქმეში და შემდეგ გამოავლინეთ საკუთარი თავი. ამაში ფულიც არ დაინანოთ.
- თუკი მდიდარ ადამიანებს თავიანთი შემოსავალი სავსებით დააკმაყოფილებდათ და უამრავი თავისუფალი დრო ექნებოდათ, დიდი სიამოვნებით წამოწვებოდნენ პლაჟზე. ეს ეხება მომღერლებს, მსახიობებს, თუმცა არა პორნო ვარსკვლავებს.
ნებისმიერი სამსახური დამღლელია. დაივიწყეთ იმის კეთება, რაც გიყვართ და აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით.
- მდიდრები ფულს ზოგავენ – ამის არ მჯეროდა. ერთხელაც ძალიან დიდი თანხა გამოვიმუშავე, წარმოუდგენლად მოკლე დროში. შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, მსგავსი თანხა ანაზღაურების სახით აღარ მიმიღია და ეს გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო. მაშინ გავაანალიზე, რომ დაზოგვაც ხშირად მომიწევს.
- მდიდრები დაწყებულ საქმეს ყოველთვის ამთავრებენ და ყველაფერს აკეთებენ ამისათვის. მე ყველაზე საშინელი წიგნის წაკითხვაც შემეძლო, არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტდი. დაიწყე? ხოდა ბოლომდე მიიყვანე, ან უბრალოდ ნუ დაიწყებ.
ელი პრესტონი; მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა ;