Skip to content

ესსე: დევნილობა

წინ ხიდია…

ხიდი, რომელიც სამშობლოს გიყოფს. ხიდს, გაღმა კი შენი მშობლიური მხარეა.

საკუთარ სამშობლოში დგახარ და აცნობიერებ რომ არ გძალუძს, ერთი კუთხიდან მეორეში თავისუფლად გადააადგილდე.

კვლავ დგახარ და გაჰყურებ ცას, რომელიც ამ მზიან დღეს რატომღაც ნაცრისფრად მოსჩანს.

გული დიდი ხანია რაც მონატრებით სავსეა. გრძნობ, რომ ამ წუთას კვლავ უძლური ხარ, უძლური კი იმიტომ ხარ რომ მათ შენზე მეტი ძალა აქვთ. ამ ძალას კი ხშირად სისხლი, ცრემლი და უსასრულო სევდა მოჰყვება.

აი შენი ძალა კი პატიებაში. მერე რა რომ დევნილი ვარ, ფიქრობ . ვიცი როდესმე რაღაც შეიცვლება, ეს რეალობაც ხომ წარმავალია.

შენ ცდილობ ისწავლო,საყვარელი კუთხის სიყვარული შვილებს შთაუნერგო და გახდე იამზე უფრო უკეთესი და წარმატებული ვიდრე ეხლა ხარ.

შენია ვალია, იშრომო, იღვაწო სამშობლოსთვის-ამას უკვე დიდი ხანია აცნობიერებ და თვლი,რომ ეს კეთილდღეობა მომავალში სანუკვარ მიზნამდე გაერთიანებამდე მიგიყვანს.

თუმცა მანამდე დგახარ და კვლავ უცდი, უცდი შესაფერისს მომენტს. მომენტს, როდესაც მონატრებას და წუხილს დაბრუნების სიხარული შეცვლის.

და ეს წამი რაც უფრო შორსაა, მით უფრო სასურველია.

დგახარ და უყურებ გაყოფილ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თანამოქალაქეების და სამშობლოს სიძულვილი შთაუნერგეს, მაგრამ შენ იცი, რომ შეგიძლია მცირედით ამ ხიდის ბოლოში მიმავალ გზაზე საკუთარი ნაკვალევი დატოვო.

გახსოვს, რომ დაკარგული თაობის შვილებისთვის მთავარია რწმენა მომავლის და სამშობლოს სამსახური.

დევნილი საკუთარ ქვეყანაში-ვერ გამოხატავ სიტყვებით,ემოციით და ვერც ალბათ საქციელით.

თუმცა ესეც დროებითია, გწამს ამის.

ზიგმუნდ გრაფი გავსწავლის, ისტორია არის პოლიტიკა, რომლის გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია, ხოლოდ პოლიტიკა არის ისტორია, რომლის გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ასე რომ მთავარია არა წარსული და წარსულში დაშვებული შეცდომები , არამედ აწმყო და ამ შეცდომების გამოსწორების გზები.

წინ ხიდია…

ხიდს, მიღმა კი მუხა კვალაც მოსჩანს, რომელიც კვლავაც შეიმოსება.

ანა მოსაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი-ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი-ამერიკისმცოდნე.