მგლის ხროვაში, მოხუცმა წინამძღოლმა გადაწყვიტა თავისი მემკვიდრე დაესახელებინა. ის მივიდა ყველაზე ძლიერ და თამამ მგელთან და უთხრა:
— ვბერდები, ამიტომ შენ გნიშნავ ახალ წინამძღვრად. მაგრამ უნდა დამიმტკიცო, რომ ხელმძღვანელობა შეგიძლია. აირჩიე საუკეთესო მგლები, სანადიროდ წადი და იმდენი საკვები მოიტანე, რომ ყველას ეყოს.
— კარგი, — თქვა ახალმა წინამძღოლმა, აირჩია 6 მგელი და სანადიროდ წავიდა. დილიდან წასული მგლები, მხოლოდ საღამოს გამოჩნდნენ. თვითონაც კარგად იყვნენ და კარგი ნადავლიც მოიტანეს.
— მომიყევი, ყველაფერი როგორ იყო. — სთხოვა მოხუცმა წინამძღოლმა.
— ო, ეს ძალიან მარტივი იყო. ჩვენ ნადირს ვეძებდით, და უცებ 10 მონადირე დავინახეთ, რომლებიც ნადირობიდან ბრუნდებოდნენ. ჩვენ მათ, თავს დავესხით, დავგლიჯეთ და ნანადირევი წავართვით.
— ყოჩაღ! — ხვალე კიდევ ერთხელ წახვალ — უთხრა მოხუცმა მგელმა.
მეორე დღეს, 6 მგელი და ახალი წინამძღოლი ისევ წავიდნენ ნადავლზე. ისინი მთელი დღის მანძილზე არ გამოჩენილან, არც საღამოს მოვიდნენ და არც მომდევნო დღის დილას. და აი, საღამო ჟამს, ჰორიზონტზე მხოლოდ ერთი, დაუძლურებული მგელი გამოჩნდა. ეს ახალი წინამძღოლი იყო — მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი და აქა-იქ ტყავი ჰქონდა გამოგლეჯილი.
— რა მოხდა? — ჰკითხა წინამძღვარმა.
— ჩვენ ძალიან ღრმად შევედით ტყეში და დიდხანს ვეძებდით ნადირს, უცბად სამი მონადირე დავინახეთ, რომლებიც კარგი ნანადირევით მოდიოდნენ. ჩვენ თავს დავესხით, მაგრამ ისინი ჩვენზე ძლიერები აღმოჩნდნენ. მათ ყველა მეომარი მომიკლეს, ხოლო მე, ძლივს დავაღწიე თავი.
— მაგრამ, ეგ როგორ?! — გაუკვირდა წინამძღოლს, — გუშინ 10 მონადირეს აჯობეთ, დღეს კი სამს ვერ გაუმკლავდით?!
— ხო, მაგრამ, გუშინ მხოლოდ 10 მონადირისგან შემდგარი ჯგუფი იყო, ხოლო დღეს, 3 საუკეთესო მეგობარი იყო გამოსული სანადიროდ!