Skip to content

მაქსიმები (ფრანსუა დე ლაროშფუკო)

1.ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას ჰგავს,ყველა საუბრობს მასზე, თუმცა ცოტაა ისეთი ვისაც თავისი თვალით უხილავს იგი.
2.სიყვარული ერთია,სიყვარულობა–ურიცხვი.
3.არავითარ თვალთმაქცობას არ შეუძლია დამალოს სიყვარული იქ, სადაც იგი ნამდვილად არის და არავითარ ძალას არ შეუძლია გვაჩვენოს სიყვარული იქ, სადაც იგი არ არსებობს.
4.ადამიანი არასოდეს არის ისეთი ბედნიერი ან უბედური, როგორც თავად ჰგონია.
5.ჩვენ სიხარულს გგვრის არა ის,რაც ჩვენს გარშემოა, არამედ ჩვენი დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ და ბედნიერებას გვანიჭებს არა იმის ქონა ,რაც გვიყვარს, არამედ იმის ფლობა,რასაც სხვები თვლიან სიყვარულის ღირსად.
6.ხასიათის სისუსტე ერთადერთი გამოუსწორებელი ნაკლია.
7.დიდი ნაკლი მხოლოდ დიდ ადამიანებს ახასიათებთ.
8.დიდი ადამიანების დიდება ყოველთვის იმ საშუალებებით უნდა იზომებოდეს, რომელთა წყალობითაც აღწევენ ისინი ამას.
9.უკიდურესი სიმამაცე ისაა, რომ მარტოდმარტომ ჩაიდინო ის,რასაც სხვები მრავალრიცხოვან მოწმეთა თვალწინ, თუ ბედავენ.
10.ღირსებას ბუნება გვანიჭებს და ბედის წყალობით კი ვავლენთ მას.
11.ადამიანის უმადურობაში ზოგჯერ ყველაზე დიდი წვლილი მის კეთილისმყოფელს მიუძღვის.
12.როგორ უნდა მოვსთხოვოთ სხვას საიდუმლო შეგვინახეო, როცა ჩვენ თვითონ ვერ ვინახავთ მას?
13.ჩვენ ძალა მეტი გვაქვს,ვიდრე ნებისყოფა და ხშირად მხოლოდ საკუთარ თვალში თავის გასამართლებლად, ბევრ რამეს ჩვენთვის შეუძლებლად მივიჩნევთ.
14.ქვეყნად არ არსებობს ისეთი არახელსაყრელი მდგომარეობა,რომ გონიერი კაცი ვერაფერს გამორჩეს. და არც იმდენად ხელსაყრელი ვითარება, რომ უგუნურმა თავის საზიანოდ ვერ შემოაბრუნოს.შენიშვნა: მოძიებულია და თარგმნილია 4motivi.com-ის მიერ