Skip to content

გამონათქვამები: ისიამოვნეთ ცხოვრებით

1. არ იტიროთ,რომ დასრულდა. გაიღიმეთ რადგან ეს მოხდა.

2. იცეკვე თითქოს არავინ გიყურებს,
გიყვარდეს თითქოს არასოდეს იგრძნობ ტკივილს,
იმღერე თითქოს არავინ გისმენს,
იცხოვრე თითქოს სამოთხეში ცხოვრობ.
– უილიამ პარკი
3. მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ თუ სწორად, ერთხელაც საკმარისია.
4. დაე ყველაფერი გადაგვხვდეს თავს, სიამოვნებაც და ტკივილიც. უბრალოდ განაგრძეთ გზა, არცერთი გრძნობა არაა საბოლოო.
-რაინერ მარია რილკე
5. თქვენ ერთი სიცოცხლე მოგეცათ და გაქვთ მოვალეობა რომ იპოვნოთ მასში რაიმე მშვენიერი. არა აქვს მნიშვნელობა როგორ რთულად გეჩვენებათ ეს.
– ელიზაბეტ ჟილბერტი
6. უნდა გადაწყვიტოთ.. როგორი ცხოვრებით გსურთ ცხოვრება. ხვალ რომ სრულდებოდეს თქვენი სიცოცხლე როგორ გაატარებდით მას? უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. გარანტირებული არაფერია, ეს თქვენ ყველაზე უკეთ გესმით. ასე რომ ნურაფრის გეშინიათ. ისიამოვნეთ ცხოვრებით.
– სარა დისენი
7. ერთ დღესაც მთელი თქვენი განვლილი ცხოვრება წარმოგიდგებათ თვალწინ. სჯობს დარწმუნებული იყოთ, რომ ღირს კიდევ ერთხელ ნახვად.
– ჯერარდ ვეი
8. აკეთეთ ნებისმიერი რამ, მაგრამ ეცადეთ ისიამოვნოთ მისით.
– უოლტ უილტმენი
9. არ გიყვართ სიცოცხლე? მაშინ რაში ფლანგავთ დროს, როცა მისგან შედგება ცხოვრება.
– ბენჟამინ ფრანკლინი
10. შეიძლება გსურთ მალე გადაწყვიტოთ. ჩვენ საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ. თუ ხედავთ ბედნიერების შესაძლებლობას, უნდა იბრძოლოთ მისთვის. თუნდაც იმიტომ რომ არაფერი ინანოთ.
– ილონა ანდრიუსი
11. აკეთეთ ის,რაც ბედნიერებას განიჭებთ იყავით მასთან ვისთანაც ადვილია, რომ გაიღიმო. ნუ იფიქრებთ ბევრს იმაზე,თუ რა შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს. უბრალოდ იგრძენით თავი ბედნიერად და გიყვარდეთ, ვიდრე ცოცხალი ხართ!
12. გარს შემოიკრიბეთ ადამიანები, რომელთაც იციან თქვენი ფასი. სულაც არ გჭირდებათ იყოთ ბევრი ადამიანის გარემოცვაში იმისათვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ. სრულიად საკმარისია მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც ნამდვილად გაფასებენ და უყვარხართ ზუსტად ისეთი როგორიც ხართ.
13. ცხოვრება ხანმოკლეა – დაარღვიეთ წესები. ადვილად აპატიეთ და ნელა აკოცეთ. გიყვარდეთ ღრმად, იცინეთ ხშირად და არასოდეს არაფერი ინანოთ – ეს ღიმილს მოგგვრით –  მარკ ტვენი
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com