1. ჩემი პრინციპია, არასდროს წავიდე ფინანსურ რისკზე;
2. მსოფლმხედველობის გაფართოება და სტაბილურობისკენ სწარფვა – აი, ჩემი ფილოსოფია;
3. თქვენს ბიზნესს უნდა იცნობდეთ ანიდან ჰაემდე, სხვაგვარად თქვენი კომპანია „ერთდღიანთა“ რიგებს შეავსებს;
4. კარგი რეპუტაცია წარმატებისკენ მიმავალი გზაა, თქვენი კლიენტების ერთგული უნდა იყოთ;
5. თვითონ დავუდგინე საკუთარ თავს ჩარჩოები, არსებობს ბიზნესის სახეები, რომლებსაც არასდროს მოვკიდებ ხელს, ასეთია ჩემი პრინციპი და მე მას არ ვუღალატებ;
6. რაც მეტს გაიგებთ, მით უფრო მომზადებული ხართ, ხოლო თუ მომზადებული ხართ, საწუხარიც არაფერია;
7. ყოველთვის მზად იყავი ცუდისთვის;
8. საქმე, მხოლოდ იღბალი არ არის, საჭიროა მიზნების დასახვა და მძიმე შრომით მათი მიღწევა;
9. თითოეულ ცენტს ვზოგავ, რამდენადაც უნდა გაიზარდოს ჩემი კაპიტალი, მაინც სტაბილურობისკენ ვისწრაფვი, ამ მხრივ კონსერვატორი ვარ;
10. ერთ დროს თავადაც დაქირავებული მუშა ვიყავი, ამიტომ კარგად ვიცი, რა სურთ ჩემს თანამშრომლებს.