Skip to content

კონსტანტინე გამსახურდიას თვალით დანახული ამერიკა

„ჰექტორის დამარცხება ამერიკის გამარჯვებაა. ჰექტორი მთელი ევროპის ჩემპიონი იყო. თქვენ ნახავთ, ევროპა მალე ისეთივე სიძველეთა მუზეუმი იქნება, როგორც რომი და ჰელლა“,- ამბობს მისის ბლუტი.

„კი მაგრამ…- ეუბნება მისის ბლუტს პოეტი მენიე,- ეს ყველაფერი ცივილიზაციაა… კულტურა? სული?“

„იცით, მისტერ მენიე, ამერიკას ერთიც აქვს და მეორეც, მხოლოდ დანახვა უნდა მათ. განა ბრუკლინის ხიდი, უელსის 60 სართულიანი სახლები კულტურა არ არის ? განა ამერიკის ფენომენალურ ტექნიკაში, ინდუსტრიაში სული არ არის ?“
„გარდა ამისა, მისსის, – იკითხა კაპიტან დოაზანმა, – ამერიკა ხომ ერთი ნაცია არ არის ?ეს აკლია ამერიკას, რომ ერთი კულტურა, ერთი სული ექნეს“.

„არც ეგ არის სწორი“

„ომის შემდეგ, ჩრდილო ამერიკაში სრულიად გარკვეული ამერიკანიზაციის ტენდეცია ტარდება“
….

„როგორც ვხედავ, ამერიკა ყველას მოინელებს, ევროპასაც და იაპონიასაც. ათიოდე წლის შემდეგ, იქნება ერთი ძლიერი ამერიკის ნაცია“- ამბობს მოკრძალებული ტონით ჩალმიანი სპარსელი შერიტ ხანი.

„დიონისოს ღიმილი“