Skip to content

კოგნიტური დისონანსი

საკითხი რომ კარგად გავიაზროთ, მოდით სიტყვასიტვით განვმარტოთ კონგნიტური დისონანსი. კოგნიცია (cognition) – ინგლისური სიტყვაა და ქართულად ცოდნას, გაანალიზებას, შემეცნებას ნიშნავს. რაც შეეხება დისონანსს (Dissonance) – ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც შეუსაბამობა, შეუთავსებლობა.

კოგნიტური დისონანსის თეორია 1957 წელს ჩამოაყალიბა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა, ლეონ ფესტინგერმა.

ფესტინგერის თქმით ჩვენ ყველას გვაქვს შინაგანი მოთხოვნილება, რომ ჩვენი დამოკიდებულება და რწმენა ჰარმონიაში იყოს ერთმანეთთან და მუდმივად ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ მსგავსი დისჰარმონია.

დამოკიდებულებები იცვლება სხვადასხვა პიროვნული ფაქტორების მიხედვით. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფსიქოლოგიაში კოგნიტური შესაბამისობის პრინციპით არის ცნობილი. კოგნიტური დისონანსის თეორიაც იწყება იმის მტკიცებით, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიპოვნოთ შესაბამისობა, იმ სიტუაციაში, სადაც ორი კოგნიცია (შემეცნება) შეუსაბამოა ერთმანეთთან.

მარტივად რომ ავხსნათ ამ თეორიის არსი შემდეგში მდგომარეობს:

როცა ადამიანმა რაღაც იცის მაგრამ და ამავდროულად იმასაც აანალიზებს, რომ მისი ცოდნის საპირისპირო აზრი არსებობს, მაშინ მის ცნობიერებაში წარმოიქმნება ორი საპირისპირო კოგნიცია, რასაც საბოლოოდ კონგნიტურ დისონანსამდე მივყავართ.

ფესტინგერის თეორიას მარტივად ასე გამოსახავენ:

დამოკიდებულება — >>> რწმენა რომელიც შეუსაბამოა დამოკიდებულებასთან —>>> დისონანსი.

ფსიქოლოგის აზრით დისონანსის არსებობა ადამიანს უბიძგებს გამონახოს გზები იმისათვის, რომ შეამციროს დისონანსით გამოწვეული ფსიქოლოგიური წნეხი; ადამიანი ამ დროს აქტიურად მოახდენს იმ ფაქტორების იგნორირებას, რომელიც ზრდის არსებულ დისონანსს.

ექსპერიმენტი

1959 წელს ფესტინერმა და კარლსმიტმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. მის მიზანს წარმოადგენდა გაეგოთ, თუ წარმოიქმებოდა კოგნიტური დისონანსი ადამიანებში, რომლებიც ასრულებდნენ მოსაწყენ სამუშაოს.
მათ 71 სტუდენტ ბიჭს სთხოვეს მიეღოთ ექსპერიმენტში მონაწილეობა. ისინი სათითაოდ ასრულებდნენ ძალიან მოსაწყენ სამუშაოს და მათ უხდიდნენ 1 ან 20 დოლარს იმისათვის, რომ შემდეგი მონაწილისთვის ეთქვათ, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო ნამდვილად საინტერესო და ხალისიანი იყო.

შედეგი

როდესაც მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ ექსპერიმენტი, მათ ვისაც 1 დოლარს უხდიდნენ, უფრო საინტერესოდ და მხიარულად შეეფასეს სამუშაო, ვიდრე მათ ვინც ტყუილში 20 დოლარს იღებდნენ.

დასკვნა

ერთი დოლარი არ აღმოჩნდა საკმარისი სტიმული ტყუილის თქმისთვის. ადამიანებმა, რომელთაც მხოლოდ ერთ დოლარს უხდიდნენ , დისონანსი განიცადეს. მისი აღმოფხვრისათვის კი ისინი შეეცადნენ დაერწმუნებინათ საკუთარი თავი იმაში, რომ შესრულებული სამუშაო მართლაც საინტერესო იყო.

მწეველთა შემთხვევა დისონასის ყველაზე ცნობილი მაგალითია. ყველა მწეველმა ადამიანმა იცის, რომ სიგარეტი მავნებელია და სიკვდილს იწვევს (ეს ყველა სიგარეტის კოლოფზე აწერია) და ის მაინც ყიდულობს სიგარეტს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კოგნიტური დისონანსის კლასიკურ მაგალითთან. პიროვნება რომელიც ასე იქცევა დისონანსს განიცდის, ის ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ექცევა, თუმცა პოულობს მარტივ, ასე ვთქვათ, თავისთვის სასურველ გამოვალს, რათა შეამციროს დისონანსი (როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება). ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანები სიგარეტის შესახებ სხვა, განსხვავებული მოსაზრებებითა და მწეველი, ცოცხალი ადამიანების მაგალითებით ამცირებენ დისონანსს.

კოგნიტური დისონანსის პირველი და ყველასთვის ცნობილი მაგალითი, ადამისა და ევას ბიბლიურ ისტორიაში გვხვდება. მათ იციან რომ არ უნდა შეჭამონ ნაყოფი, თუმცა მაინც აკეთებენ ამას, შემდეგ კი იმისათვის რომ წარმოქმნილი დისონანსი შეამცირონ ღმერთთან იმართლებენ თავს. ადამი ამბობს რომ ევამ შეაცდინა, ევა კი გველს აბრალებს დანაშაულს.

ასევე, დისონანსის კიდევ ერთ კლასიკურ მაგალითად, ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, ეზოპეს იგავი „მელა და ყურძენი“ მიიჩნევა:

„შიმშილისგან ღონემიხდილი მელა ყურძნით დახუნძლულ ვაზს მიადგა. ცდილობდა მიწვდომოდა ყურძენს და ეჭამა. შეხტა–შემოხტა და მაქსიმალურად ეცადა მიწვდომოდა ნაყოფს, მაგრამ რაკი არაფერი გამოუვიდა, თავი გაანება და გზას გაუყვა. გზაზე მიმავალი მშიერი მელა წამით შეჩერდა, ყურძენს გახედა და თქვა: „შენ ხომ ჯერ მწიფეც არა ხარ.. სულაც არ მჭირდება მჟავე ყურძენი!“