Skip to content

ბედნიერება წვრილმანებშია – ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებები სამყაროში!

ხშირად, ცხოვრებაში ყველაზე დიდი კმაყოფილება იმას მოაქვს, რასაც შეგვიძლია გავუსინჯოთ გემო, შევიგრძნოთ თითის ბალიშებით, ჩავისუნთქოთ… ეს პოსტი ეძღვნება ყველას, ვინც ცხოვრობს შეგრძნებებით და შეუძლია, იპოვოს ბედნიერება წვრილმანებში.

1. არაკომფორტული ფეხსაცმლის გახდა, ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ.

2. ხელის ჩაყოფა წიწიბურას ან ბრინჯის შეფუთვაში.

3. ჩვილის ნაზ, გლუვ კანზე კოცნა.

4. შესაფუთის ტკაცუნაბუშტებისგახეთქვა ხელით.

5. ლოყის დადება გრილ ბალიშზე.

6. შხაპის მიღება ზუსტად იმ ტემპერატურის წყლით, რომელიც მოგწონთ.

7. საყვარელი კერძის პირველი ლუკმის შეჭმა.

8. საწოლზე დაცემა ხანგრძლივი დღის ან უძილო ღამის შემდეგ.

9. სასურველი ადამიანისთვის პირველად კოცნა.

10. ახალი წიგნის არომატის შესუნთქვა.

11. ყავის პირველი ჭიქის მოსმა დილით.

12. სამხრეთის მზის სხივების შეგრძნება კანზე.

13. სანაპიროზე თბილ ქვიშაზე გავლა შებინდებისას.

14. ჩაცმა სუფთა ტანსაცმლის, რომელიც ახალივით გამოიყურება.

15. ზაფხულის წვიმაში სეირნობა.

16. გრილ წყალში ჩაყვინთვა ცხელ დღეს.

17. მასაჟის სეანსზე ვიზიტი.

18. ფეხშიშველი სირბილი ბალახზე.

19. ჟანგბადის ჩასუნთქვა წვიმის შემდეგ.

20. საყვარელი ძაღლის ან კატის ბალანში ხელის შეცურება.

21. ცივი წყლის ყლუპები თაკარა შუადღისას.

22. ახლადშეჭრილ თმაზე შეხება.

23. გაყინული ხელების გათბობა ცეცხლზე.

24. დაცემინება, უშედეგო მცდელობების შემდეგ.

25. მკერდზე მწოლარე კატის კრუტუნის მოსმენა და შეგრძნება.

26. ზეითუნის ზეთიან ცხელ ტაფაზე ახლადდაგდებული ნივრის სურნელის შეგრძნება.

27. პატარა მძივების და ბისერების აწყობა ან თითებს შორის ლითონის წვრილი ჯაჭვის გატარება.

28. კბილების გახეხვა ახალი კბილის ჯაგრისით.

29. სათვალის მორგება გაწმენდის შემდეგ.

30. შეგრძნება მუცელში, როდესაც მანქანით ეშვებით მაღლობიდან.

31. ძალიან მონატრებული ადამიანის ჩახუტება.

32. ხელებზე მეორე კანივით შემხმარი წებოს მოცილება.

33. საღამოს მისვლა სახლში და ყველა არაკომფორტული ტანსაცმლის გაძრობა.

34. თბილ პლედში მყუდროდ გახვევა, მაშინ როცა გარეთ წვიმს.

35. ახალ თეთრეულში დაძინება.

36. ბავშვობიდან ნაცნობი სასიამოვნო სურნელის შეგრძნება.

37. საყვარელი ადამიანისთვის მსუბუქად კბენა.

38. მწვადის სურნელის ჩასუნთქვა მისი შეწვისას.

39. ცალი თვალის გახელა დილით და გაცნობიერება, რომ დასვენების დღეა.

40. ღვინის პირველი ყლუპით ტკბობა და მიხვედრა, რომ ცხოვრება საოცრად სასიამოვნო რამეა.

დაწერეთ თქვენი საყვარელი შეგრძნებები კომენტარებში და განავრცეთ ჩამონათვალი!