ერთმა უბრალო ფერმერმა კლიფ იანგმა მიიღო მონაწილეობა მარათონში სიდნეიდან მელბრუნამდე 1983 წელს. მისი მწვრთნელი ამ დროს დედა იყო, რომელსაც 81 წელი უსრულდებოდა. კლიფ იანგმა დაიწყო მარათონი სამუშაო გაცვეთილი ბოტებით. ეს მისი პირველი მარათონი იყო.
თავისი მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ დიდი სპორტული კომპანიები და ასობით საათები ჰქონდათ მარათონისთვის მოსამზადებლად, კლიფ იანგის არაფორმალური ვარჯიშის რეჟიმი მხოლოდ საკუთარი ცხვრის ფარის დევნას მოიცავდა. მან მარათონის ორგანიზატორებს უთხრა, რომ თუ მას შეეძლო საკუთარი ცხვრებისთვის ედევნა დღეების განმავლობაში, მაშინ მორბენლების წინააღმდეგ ის უკეთესად იასპარეზებდა, ვიდრე ეს ცხვრებთან გამოსდიოდა.
ულტრა მარათონი საშუალოდ 5 დღეს გრძელდებოდა და ამ უბრალო ფერმერის გადაწყვეტილება თვითმკვლელობის ტოლი იყო. მარათონის დაწყების წინ ბევრი ცდილობდა გადაერწმუნებინა კლინტი, რომ უარი ერთქვა მის განრახვაზე, რადგან ეს ძალიან რთული გზა შეიძლებოდა მისთვის მომაკვდინებელი ყოფილიყო. ის უკვე, არც მეტი არც ნაკლები, 61 წლის იყო.
თავი რომ არ მოგაბეზროთ მარათონის სრული აღწერით, გეტყვით რომ ყველასთვის გასაოცრად კლიფ იანგმა პირველმა დაასრულა მარათონი. ის დარბოდა დღე და ღამე, მაშინაც კი როცა სხვა მარათონის უფრო ახალგაზრდა მონაწილეებს ეძინათ და ძალებს იკრებდნენ. თავდაპირველად ახალგაზრდა ენერგიულმა ათლეტებმა ის დიდი მანძილით ჩამოიტოვეს, მაგრამ მეორე დილით, როდესაც მათ გაიღვიძეს ის უკვე წინ იყო.
კლიფ იანგი არა მხოლოდ გადაურჩა ამ რთულ მარათონს, რისი იმედიც კი არ ჰქონდათ, მან გაიმარჯვა და მოხსნა ამ მარათონის რეკორდი. წინა რეკორდთან შედარებით 9 საათით ადრე მივიდა ფინიშის ხაზთან. მან ასევე მიღებული საპრიზო თანხა გადაუნაწილა მარათონში მონაწილეებს.
ამ ბრწყინვალე და დაუჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ის განაგრძობდა მონაწილეობას სხვადასხვა მარათონებში. მის სირბილის სტილს შეარქვეს „ კლიფის სიარული“ რომელიც დღეს არის ყველაზე პოპულარული სირბილის ტექნიკა, რომელსაც ყველა დამწყებ სპორტსმენს ასწავლიან. მას ბოლო პერიოდის ყველა წარმატებული მორბენალი იყენებს.
კლიფ იანგმა გვაჩვენა, რომ იყო ასაკოვანი ეს არ არის ბარიერი შენი მიზნის მისაღწევად. იყო ჩემპიონი არ ნიშნავს, რომ უნდა გქონდეს დიდი ძალა, საკმარისია მხოლოდ დიდი სურვილი.