Skip to content

ერთხელ ერთი ადამიანი ერთ სახელგანთქმულ ბრძენთან მივიდა და სთხოვა:

–შეგიძლიათ მოკლედ დამიწეროთ, თუ რას ნიშნავს კეთილდღეობა?

ბრძენმა ქაღალდი  აიღო . . .

,,მამა გარდაიცვალა,შემდეგ შვილი, შემდეგ შვილიშვილი ” – დაწერა მან და გადასცა კაცს.

კაცმა როდესაც წაიკითხა გაბრაზდა და ბრძენს უთხრა:

ეს კეთილდღეობა არ არის. მე გთხოვეთ რაიმე დაგეწერათ კეთილდღეობის და არა უბედურების შესახებ, თქვენ კი როგორ მოიქეცით?!

თუ თქვენი შვილი თქვენზე ადრე დაიღუპება ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი იქნება და თუ თქვენი შვილიშვილი თქვენს შვილზე ადრე გარდაიცვლება ესეც უდიდეს უბედურებას მოუტანს თქვენს ოჯახს.

მაგრამ თუ ყველაფერი იმ თანმიმდევრობით მოხდება, როგორც მე ამ ერთ პატარა წინადადებაში აღვწერე მაშინ ეს თქვენი და თქვენი ოჯახის კეთილდღეობასა და ბედნიერებას ნიშნავს . . . – მიუგო ბრძენმა.