Skip to content

იცით რა გსურთ ? იგავი, რომელიც დაგაფიქრებთ

ერთხელ ოსტატმა უთხრა მოსწავლეს:

– დღეს ჩვენ ჩავალთ ხალხთან და მათ შეკითხვებს ვუპასუხებთ.

ისინი ჩამოვიდნენ მთიდან, დაჯდნენ ერთ პატარა გორაკზე და დაიწყეს ლოდინი.

მოდიოდნენ ადამიანები და სვამდნენ კითხვებს – ცხოვრების საზრისზე, სამყაროს წყობაზე… მაგრამ ოსტატი დუმდა და ხმას არ იღებდა.

ბოლოს, ერთმა მგზავრმა იკითხა:

– ხომ ვერ მიმასწავლით, როგორ მივიდე უახლოეს დასახლებამდე?

ოსტატმა აუხსნა გზა, გააცილა და ბარგის წაღებაშიც დაეხმარა.

უკანა გზაზე მოსწავლე დიდხანს დუმდა, ბოლოს კი იკითხა:

– ოსტატო, როდესაც ადამიანები მოდიოდნენ შენთან და ჭკვიან კითხვებს გისვამდნენ, ხმას არ იღებდი, მაგრამ, როდესაც მგზავრი გამოგელაპარაკა, შენ გესიამოვნა, ხმა ამოიღე და გააცილე კიდეც ის, შეგიძლია ამიხსნა რატომ?

– იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში, ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცოდა რა უნდოდა…