Skip to content

იყო კარგი მმართველი ნიშნავს:

“ოდესღაც ვფიქრობდი, რომ ორგანიზაციის ფუნქციონირება ექვივალენტური იყო სიმფონიური ორკესტრის ფუნქციონირებისა, თუმცა ახლა სხვაგვარად ვფიქრობ: ეს უფრო მეტად ჯაზს წააგავს,რადგან აქ უფრო მეტია იმპროვიზაცია”- ვარენ ბენისი

რას ნიშნავს იყო “კარგი მმართველი”?

კარგი მმართველი შეიძლება არ იყოს ადამიანი, რომელიც არის ძალიან გამოცდილი, მკაცრი, ორგანიზებული, ნიჭიერი, რომელსაც შეუძლია შთამბეჭდავად ისაუბროს და თავი მოაწონოს ადამიანებს. გახსოვდეთ, რომ კარგი მმართველი ადამიანია, რომელიც შედეგებს აღწევს!

რა გვჭირდება იმისათვის, რომ შედეგებს მივაღწიოთ და ვიყოთ კარგი მმართველები?

საქმის სიყვარული. უნდა გიყვარდეთ საქმე, რომელსაც უძღვებით. საქმის სიყვარული დაგეხმარებათ, რომ იყოთ მოტივირებული და მუდმივად  ენთუზიაზმითა და წარმატების მიღწევის ჟინით სავსე. როდესაც თქვენი საქმე გიყვართ ყველაფერ სხვას   გვერდზე დებთ და ერთადერთი რაზეც ფიქრობთ ეს არის პროგრესი – სურვილი იმისა, რომ წინ წახვიდეთ და შედეგს მიაღწიოთ.

“არაფერია ადვილი, მაგრამ ორმაგად უფრო რთული ხდება, როდესაც მას ზიზღით აკეთებთ”.

დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ. ადამიანები კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივები არიან. და იმისათვის,რომ ამ აქტივებმა ორგანიზაციის წარმატებისათვის მუდამ პროდუქტიულად იმუშაონ საჭიროა მათი მუდმივი მოტივირება და წახალისება.

სამწუხაროა, მაგრამ მომუშავეთა უმეტესობა თავს იშვიათად გრძნობს ღირებულად და დაფასებულად. რატომ ხდება ეს, როცა არც ისე რთულია ადამიანი დააფასო და საჭირო პიროვნებად აგრძნობინო თავი ?! დამერწმუნეთ, რომ ეს არც ისე დიდ ძალისხმევას  მოითხოვს.

“ჩემს ყველაზე დიდ ღირსებად მიმაჩნია ის, რომ შემიძლია ადამიანებში შრომის ენთუზიაზმი აღვძრა. მიმაჩნია, რომ ერთადერთი ხერხი, რომლის წყალობითაც შეიძლება ადამიანში კარგი თვისებები განავითარო არის ის, რომ საჯაროდ აღიარო მისი თვისებები და წაახალისო იგი. ადამიანს შრომის ინტერესი, რომ გავუჩინო მასში ვეძებ ისეთ თვისებებს, რომლებიც ნამდვილად ქების ღირსია და გულწრფელად გამოვხატავ ჩემს აღტაცებას.”-ჩარლ შვაბი (მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი)
ავტორიტეტი. მარტო თქვენ კი არ უნდა სცემდეთ თანამშრომლებს პატივს, ისინიც ანალოგიურ დამოკიდებულებას უნდა იჩენდნენ თქვენს მიმართ. ყოველ თანამშრომელს უნდა უყვარდეთ, გაფასებდნენ და თქვენს ყოველ მიცემულ დავალებას, მიღებულ გადაწყვეტილებასა, თუ გაწეულ რისკს ნდობითა და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ.

პასუხისმგებლობის გრძნობა. მმართველს სჭირდება პასუსიმგებლობის გრძნობა, რომ იყოს უფრო დისციპლინირებული, სამართლიანი და მოტივირებული…

შემოქმედებითი უნარი. მმართველს სჭირდება შემოქმედებითი უნარი, რომ სწორად განსაზღვროს პრობლემები, გახადოს ისინი უფრო საინტერესო, მიმზიდველი და წაიყვანოს გუნდი მათი მოგვარების გზებისაკენ. ამასთან შემოქმედებითი უნარი საჭიროა იმისათვის, რომ გახადოთ სამუშაო უფრო საინტერესო,დახვეწილი,მარტივი და პროდუქტიული.