Skip to content

ბებია მოზესის ისტორია, ანუ რატომ არ არის არასდროს გვიან

ვირჯინიის შტატის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები ანა მერი რობერტსონ მოზესს  10 შვილი, უამრავი შვილიშვილი და შვილთაშვილი ჰყავდა.  ზოგი მას “დედა მოზესს” ეძახდა, ზოგიც კი “ბებია მოზესს”.
ბებია მოზესს  ქსოვა და ქარგვა იტაცებდა და საკუთარი პატარა მაღაზიაც კი ჰქონდა,  სადაც თავისი ნაქსოვი ნივთებითა და ტანსაცმლით ვაჭრობდა. 80 წლისა იყო,  როდესაც ართრიტის დაავადების გამო იძულებული შეიქმნა საყვარელი საქმიანობისათვის თავი დაენებებინა, რადგან ძლიერი ტკივილის გამო ვერ ახერხებდა გრძელი საქსოვი იარაღები ძველებურად ეხმარა.

მოხუცმა ბებომ გადაწყვიტა სხვა საქმიანობით დაკავებულიყო დარჩენილი წლების განმავლობაში და აღმოაჩინა, რომ პატარა ფუნჯი ბევრად უფრო იოლი სახმარი იყო, ვიდრე საქსოვი ჩხირები და ხატვას მიჰყო ხელი. იფიქრა, რომ სოფლის პეიზაჟების ხატვით კარგად შეძლებდა ხალხისათვის ვირჯინიის სილამაზე ეჩვენებინა და მართლად მისი ნახატები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახლომახლო სოფლებსა და ფერმებში.

ერთ დღეს მის სოფელში ერთმა ხელოვნების ნიმუშების შემგროვებელმა გაიარა და სოფლის ერთ–ერთ მაღაზიაში ბებია მოზესის ნახატს წააწყდა და ნანახით აღფრთოვანებულმა ხელის კანკალით გადაიხადა ნახატის საფასური და სასწრაფოდ ნიუ იორკში გადააგზავნა იგი.

ხელოვნებათმცოდნეების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა… ბებია მოზესის” ხელოვნებამ ძალიან მოკლე ხანში მოიპოვა საერთაშორისო პოპულარობა. მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა პოპულალურ მუზეუმებში გამოიფინა და უამრავ კალენდარზე, მისალოც ბარათსა და ბანერზე დაიბეჭდა.

მის ისტორიაში ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ბებია მოზესს აქვს საკმაოდ ბევრი პოპულალური ნახატი, რომელიც შესრულებულია მას შემდეგ , რაც მას 100 წელი შეუსრულდა . . .