– რამდენად მნიშვნელოვანია იღბალი და შემთხვევა წარმატების მისაღწევად? – ჰკითხა მოსწავლემ მასწავლებელს.
– და შენ რას გულისხმობ იღბალსა და შემთხვევაში? დაუბრუნა კითხვა მასწავლებელმა.
შემთხვევა ეს არის როდესაც მაგალითად, მე მივმართავ მყიდველს და აღმოჩნდება, რომ მას ზუსდად ამ მომენტში გაუთავდა საქონელი, რომელსაც მე ვყიდი, მის მუდმივ მიმწოდებელს კი არ შეუძლია სასწრაფოდ მისი მიწოდება, შედეგად მე ვიღებ ახალ მყიდველს.
იღბალი კი… აი მაგალითად მე მივდივარ სტუმრად და იქ ვიცნობ ადამიანს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას,რომ იყიდოს დაწესებულება,რომელთან კავშირების გამონახვასაც დიდი ხანია ვცდილობ…
– შესაძლებელია შენ ამჩნევ ან შეიძლება არც, – უპასუხა მასწავლებელმა, მაგრამ ისინი, ვისაც შენ იღბლიანებს უწოდებ, უბრალოდ მეტს მუშაობენ,უფრო მეტ მყიდველს მიმართავენ და უფრო მეტ ისეთ ადგილას დადიან, სადაც საჭირო ადამიანის შეხვედრის ალბათობა არსებობს.
– ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს მხოლოდ ალბათობაა? – გაუკვირდა მოსწავლეს.
– არა მხოლოდ – გაეღიმა მასწავლებელს.
– ეს პირველ რიგში შრომაა, დიდი შრომა.