Skip to content

ირლანდიური ლეგენდა უპოვარ მეფეზე

ლეგენდის თანახმად, ერთ დროს ირლანდიას მართავდა მეფე, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა. მან თავისი შიკრიკები გაგზავა მთელ სამფლობელოში რომ ეს ამბავი გაევრცელებინათ. იგი ყველა ახალგაზრდა კაცს ატყობინებდა, რომ მისულიყვნენ მეფესთან, რათა მათ შორის სამეფო ტახტის ღირსეული მემკვიდრე ამოერჩია.

ერთი ახალგაზრდა კაცმა, ვისზეც მოგვითხრობს ეს ლეგენდა, ნახა განცხადება. იგი ღმერთისა და მეზობლების სიყვარულით გამოირჩეოდა. მას მხოლოდ ერთი რამ აფერხებდა, იმდენად ღარიბი იყო, რომ მეფობისთვის შესაფერისი ტანსაცმელი არ ჰქონდა. თანაც, ვერც სასახლემდე მისასვლელი გრეძლი გზის გავლას ახერხებდა. ამიტომაც საკმარისი სახსრების მოსაგროვებლად მოწყალებას ითხოვდა. საბოლოოდ შეაგროვა ფული საჭირო სამოსისა და მარაგებისთვის.
სათანადოდ გამოწყობილი ახალგაზრდა გაუდგა გზას, თითქმის მისული იყო უკვე დანიშნულების ადგილამდე, როდესაც მათხოვარი შენიშნა გზაზე. იგი აკანკალებული იჯდა, მხოლოდ ძველი ჩვრები ჰქონდა შემოფარებული, ხელი ჰქონდა გამოწვდილი და დახმარებას ითხოვდა.. სუსტი ხმით ამბობდა: „ მშიერი ვარ და ძალიან მცივა. გემუდარებით დამეხმარეთ…გემუდარებითო..“

ახალგაზრდა კაცი ძალიან შეწუხდა მათხოვრის მდგომარეობით, მაშინვე გაიხადა თავისი ტანსაცმელი და მას ჩააცვა, თვითონ კი ძველ ჩვრებში გამოეწყო. მთელი თავისი საგზალი მას მისცა. სხვა რა გზა ჰქონდა, ადგა და გზა ასე გამოწყობილმა განაგრძო, უკან რომ დაბრუნებულიყო იმის საშუალებაც აღარ ჰქონდა. მივიდა თუ არა სასახლეში, მეფის მსახურმა დიდ დარბაზში შეიპატიჟა. ამხელა გზის გავლის შემდეგ, ძლივს მეფის ოთახში შევიდა.

ახალგაზრდა კაცმა მეფეს თავი დაუკრა. ზემოთ რომ აიხედა, მის გაოცებას საძღვარი არ ჰქონდა.

– თქვენ…თქვენ ის ხართ! გზის პირზე რომ იჯდა, ის უპოვარი!

– დიახ, – უპასუხა მეფემ, თან ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, – მე ვარ ის ადამიანი.

– მაგ.. კი მაგრამ… თქვენ არ ხართ ნამდვილი მათხოვარი. სინამდვილეში მეფე ბრძანდებით. კი მაგრამ ასე რატომ მომექეცით? – ჭაბუკს გაოცებისგან თან ენა ებმოდა.

– ასე მოვიქეცი, რომ გამეგო, მართლა იყავი თუ არა ღვთისმოშიში და თუ როგორ პატივს სცემდი თანატოლ ადამიანებს. – უთხრა მეფემ. – ვიცოდი, რომ თუ თავიდანვე მეფედ დამინახავდი, შენს რეალურ სახეს ვერ ვნახავდი. ამიტომაც, ასეთ ხერხს მივმართე. შენთან მოვედი როგორც მათხოვარი, და ყოველგვარი ანგარების გარეშე, მხოლოდ შენი კეთილშობილობის გამო დახმარების ხელი გამომიწოდე. და აღმოვაჩინე, რომ შენ გულწრფელად გიყვარს მეფეც და თანამოსახლეებიც. შენ მე შემცვლი. შენ იქნები ჩემი სამეფო ტახტის მემკვიდრე.