Skip to content

იგავი ფანქრის შესახებ

ფანქრის ოსტატმა დასრულებული ფანქარი გვერდზე გადადო და უთხრა:

– ვიდრე ცხოვრების დინებაში ჩაერთვები არსებობს 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე. ყოველთვის გახსოვდეს ისინი, არასოდეს დაივიწყო და შეძლებ, რომ ამქვეყნად ერთ–ერთ საუკეთესო და ღირსეულ ფანქრად ჩამოყალიბდე…

პირველი: შენ შეგეძლება უამრავი დიდებული საქმე აკეთო, მაგრამ მუდამ გახსოვდეს, რომ ამისათვის დამხმარე ხელი დაგჭირდება…

მეორე: ხშირად მოგიწევს მტკივნეული “გათლის” ატანა, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს საჭიროა იმისათვის, რომ უკეთესად აკეთო შენი საქმე…

მესამე: ყოველთვის შეგეძლება გამოასწორო დაშვებული შეცდომები…

მეოთხე: ფანქარში მთავარი მისი ხის გარეკანი არაა. ფანქრის მისიაში მისი შიგთავსი, მისი გული ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლს…

და მეხუთე: რა მატერიაზეც არ უნდა გამოგიყენონ, რა მატერიაზეც არ უნდა წერო, ყოველთვის უნდა შეძლო და დატოვო შენი კვალი… პრობლემებისა და დაბრკოლებების მიუხედავად არ უნდა შეჩერდე და მუდამ განაგრძო წერა…რადგან ეს შენი მოვალეობა და დანიშნულებაა და მხოლოდ ამის გამო გქვია ფანქარი…

ფანქარი ყველაფერს მიხვდა და ღრად ჩაიბეჭდა გულში…

მოდით ახლა ამ იგავარაკში ფანქრის ნაცვლად თქვენი თავი ჩავსვათ. მუდამ გახსოვდეთ ეს ყველაფერი და ერთ–ერთ საუკეთესო და გამორჩეულ პიროვნებად ჩამოყალიბდებით.

პირველი: თქვენ შეძლებთ გააკეთოთ უამრავი ღირსეული საქმე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაივიწყებთ ღვთის არსებობას და მუდმივად მიენდობით მის მფარველ ხელს…

მეორე: ხშირად მოგიწევთ უამრავი დაბრკოლებისა და პრობლემის გადალახვა. ვიცი ეს ყველაფერი მტკივნეული იქნება, მაგრამ გახსოვდეთ,  რომ ეს საჭიროა, რათა ძლიერ და ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბდეთ…

მესამე: შეცდომების დაშვების შიშით ნაბიჯის გადადგმისა ნუ შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა , რომ გამოასწოროთ შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვათ…

მეოთხე: თქვენში ყველაზე მნიშვნელოვანია არა გარეგანი მხარე და შეხედულება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი შინაგანი მხარე…

მეხუთე: სადაც არ უნდა იყოთ და და რასაც არ უნდა აკეთებდეთ ყოველთვის დატოვეთ თქვენი კვალი! არა აქვს მნიშვნელობა, როგორ რთულ სიტუაციაში ხართ, ყოველთვის უნდა იპოვნოთ გამოსავალი და განაგრძოთ გზა… რადგან ეს თქვენი დანიშნულება და მოვალეობაა !!!

იმედია თქვენც ყველაფერს მიხვდით და ღრმად ჩაიბეჭდეთ გულში…