Skip to content

იგავები: მელა და თხა

ერთხელ ერთი მელა შემთხვევით ღრმა ორმოში ჩავარდა და ვეღარ ამოდიოდა.ცოტა ხნის შემდეგ ორმოს ერთმა თხამ ჩაუარა. „მანდ რას აკეთებ?“ –ჰკითხა გაკვირვებულმა თხამ მელას.
„ოჰ,შენ ჯერ არ გაგიგია?“ – შეიცხადა მელამ. ამბობენ დიდი გვალვა უნდა იყოსო,ჭას ვთხრი,რომ გვალვის დროს წყალი არ შემომაკლდეს.არ გინდა შენც ჩამოდი და მომეხმარე. მომავალში დაგიფასდება.
„მეც დამჭირდება წყალი“ – გაიფიქრა თხამ, მოეწონა ჭის თხრის იდეა და ორმოში ჩახტა.
ორმოში ჩასულ თხას მელა, მოულოდნელად, ზურგზე შემოახტა და მისი ზურგიდან ადვილად მოახერხა ორმოდან ამოხტომა.
„კარგად იყავი, მეგობარო“ – უთხრა სახტად დარჩენილ თხას მელამ. „იმედია, გაითვალისწინებ მომავლისათვის..“
შეგონება:ნუ ენდობით გაჭირვებაში მყოფი ადამიანის რჩევას.
ეზოპე; თარგმანი:4motivi.com