ერთხელ ლომი, ვირი და მელა სანადიროდ წავიდნენ. კარგად რომ ინადირეს, ლომმა ვირს ნანადირევის გაყოფა უბრძანა. ვირმა ნანადირევი სამ თანაბარ ნაწილად გაყო. ლომი განრისხდა და ვირი დაგლიჯა და შემდეგ ნანადირევის განაწილება მელას სთხოვა. მელამ ნანადირევის უდიდესი ნაწილი ლომს გადაუდო, თვითონ კი უმცირესი დაიტოვა.
ლომს ესიამოვნა მელას საქციელი და ჰკითხა მას:
– ნადირთა შორის უკეთილშობესო, ვინ გასწავლა ეგრე გაყოფაო?
– ვირის ბედმაო, ჩემო ხელმწიფევო – მიუგო მელამ ლომს.
ჭკვიანი კაცისთვის სხვისი გამოცდილებაც კარგი მასწავლებელიაო.
იგავის ავტორია: ეზოპე