ზოგს საუბრის ისეთი ბუნებრივი, თანდაყოლილი ნიჭი აქვს, შეგშურდება. მნიშვნელობა არ აქვს სად არის, ვის ესაუბრება, საუბარს მაინც შესანიშნავად წარმართავს, თავის გარშემო შემოიკრებს ხალხს და თან სახეზე აწერია, იცის, რამხელა უპირატესობას ფლობს. ნეტავ, ყველას თანდაყოლილი უნარი აქვს? არა, ეს დასწავლადია, რაც ნიშნავს, რომ შენც შესანიშნავად გამოგივა, თუკი სათანადოდ მოინდომებ:
1. გაიღიმე. იყავი თავისუფალი. რაღაც სასიამოვნო მომენტია? რატომ არ იღიმი? არავის მოსწონს დაბღვერილ ადამიანთან კონტაქტი, თუ რაიმე არ ავალდებულებს.
2. კარგად შეისწავლე სხეულის ენა. ადამიანი, რომელიც მუდმივად მობილურს დასცქერის, შენთან საერთო ენის გამონახვას საერთოდაც არ ცდილობს. ისინი, ვინც რაიმე კონკრეტულზე ორიენტირებული არ არიან და აქეთ-იქით იყურებიან სასაუბროდ ემზადებიან. ხოდა რას ელოდები, ალბათ შენ გეძებს. არ გადააჯვარედინო ხელები, თვალითი კონტაქტი შეინარჩუნე და დაანახე სხვებს, რომ საუბრით ნამდვილად დაინტერესდი.
3. დასვი ღია შეკითხვები. ყურადღებას ისეთ საკითხებზე ნუ გაამახვილებ, როგორიც მაგალითად ნელი მომსახურება, ან გადადებული რეისებია. ეს ცუდ შედეგებამდე მიგიყვანს. დაიწყებენ საუბარს დღის უსიამოვნო თავგადასავლების შესახებ. ნუ მოყვები შენს პრობლემებზე, უცხო ადამიანებს ეს მობეზრდებათ. თუკი რაიმე კურიოზულს მოუყვები, მათ შენთან საუბრის გაგრძელება მოუნდებათ. შენს პარტნიორს საუბრის საშუალება მიეცი. მხოლოდ შენს აზრებს, კომენტარებს და ანეკდოტებს ნუ მოასმენინებ. ამ დროს შეიძლება მასში ინტერესი გააქრო.
4. სასიამოვნოდ განვითარების პერსპექტივა ყველა საუბარს აქვს. მთავარია ადამიანთან საერთო გამონახო.
5. ყურადღებით იყავი. თუკი მიხვდები, რომ საუბარი მონოლოგად იქცა ღია შეკითხვა დასვი. მის აზრზე კონცენტრირდი და მხოლოდ საკუთარი აზრების გაზიარება შეწყვიტე. ეძებე შესაძლებლობა, რომელიც თქვენს საუბარს უფრო განავითარებს. შეგიძლია იმ ღონისძიებაზე ისაუბრო, რომელზეც იმყოფები.
6. თუკი საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ეს ნიშნავს, რომ საერთო ინტერესი გაქვთ. შენ საერთო გამონახე. თუკი ეს ვერ მოახერხე, ცხადია, რომ ერთ-ერთი არ დაინტერესდით. მაშინ ზრდილობიანად გაუღიმე და მოშორდი.
7. დაბოლოდ, შენი სავიზიტო ბარათი შესთავაზე და უთხარი, რომ საუბრის გაგრძელებას ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც შეძლებ. თუკი ხვდები, რომ საუბრის გაგრძელება საჭირო საერთოდაც არ არის, უბრალოდ დაემშვიდობე და უთხარი, რომ მასთან საუბარი სასიამოვნო იყო.
საუბარი ბევრი ადამიანისთვის დასწავლადი უნარია. თუკი ეს ბუნებრივად გამოგდის, ეცადე კიდევ განვითარდე. წარმატებული ადამიანები ასე იქცევიან.
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა