ორი მგზავრი ახალ ქალაქში წავიდა.ერთი მათგანი გაჩერდა ქალაქის შესასვლელში და ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს შეეკითხა :
–როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?
–როგორი ადამიანები იყნენ იქ საიდანაც თქვენ ჩამოხვედით? – კითხვა დაუბრუნა ოპერატორმა
–ძალიან ცუდი და არამეგობრული – უპასუხა მგზავრმა.
–სამწუხაროდ ჩვენს ქალაქშიც ასეთი ხალხი ცხოვრობს – უთხრა ოპერატორმა
მოგვიანებით მეორე მგზავრი შეჩერდა მასთან და იგივე კითხვა დაუსვა:
– როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?
– როგორი ადამიანები იყნენ იქ საიდანაც თქვენ ჩამოხვედით? – ის კითხვა დაუსვა მასაც ოპერატორმა რაც წინა მგზავრს.
– იქ შესანიშნავი ხალხი იყო–უპასუხა მეორე მგზავრმა.
– აქაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს– უპასუხა ოპერატორმა,რადგან მან კარგად იცოდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება:
“იგივე ურთიერთობას ვიღებთ,როგორსაც სხვების მიმართ ვიჩენთ”.