რედაქტორი: გივი კუპატაძე – ეკონომიკის მკვლევარი
ინტერნეტ ჟურნალი “4მოტივი” გთავაზობთ ეკონომიკის მკვლევარ გივი კუპატაძის მიერ მომზადებულ სტატიების კრებულის დასკვნით ნაწილს ლოურენს რიდის „ეფექტიანი საჯარო პოლიტიკის შვიდი პრინციპის“ შესახებ.
ეკონომიკის მკვლევარი:გივი კუპატაძე
მეექვსე
მთავრობას არ გააჩნია არაფერი ვინმესთვის მისაცემად მანამდე, ვიდრე სხვისაგან არ ამოიღებს და მთავრობა, რომელიც საკმარისად დიდია იმისათვის, რომ მოგცეს ყველაფერი რაც გსურს, საკმარისად დიდია იმისათვისაც, რომ წაიღოს ყველაფერი შენგან, რაც დაგიგროვებია.
ეს არ არის რაიმე რადიკალური, იდეოლოგიური, მთავრობის საწინააღმდეგოდ მიმართული განცხადება. იგი ეხმიანება მთავრობის ზუსტი ბუნების აღწერას. ეს ამერიკის დამფუძნებლების ფილოსოფიისა და რჩევების უკვდავყოფის ბრწყინვალე გზა.
ნათქვამია, რომ მთავრობა, როგორც ცეცხლი, საშინელი მსახურია ან საშინელი მასწავლებელი. ერთი წუთით დაფიქრდით ამაზე. მაშინაც კი, თუ მთავრობა არაა იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენს დამფუძნებლებს სურდათ, მაშინაც კი, თუ ის ასრულებს თავის საქმეს ძალიან კარგად და ემსახურება ხალხს, ის მაინც საშიშია. როგორც გრაუჩო (გრაუჩო მარქსი იყო ცნობილი ამერიკელი კომიკოსი – რედაქტორის შენიშვნა). მარქსმა თქვა ერთხელ თავის ძმა ჰარპოზე: „ის პატიოსანია, მაგრამ მაინც უნდა აკონტროლო.“ თვალის მუდმივი დევნებაა საჭირო თუნდაც საუკეთესო და ყველაზე პატარა მთავრობაზე, რადგან, როგორც ჯეფერსონი გვაფრთხილებდა, ბუნებრივი ტენდენციაა მთავრობის ზრდა და თავისუფლების შეზღუდვა. შეუძლებელია მთავრობის თავიდან მოშორება და ისე ცხოვრება. მუდმივი სიფხიზლე სჭირდება, რომ ის თავის ადგილზე შევინარჩუნოთ და ვუზრუნველყოთ ჩვენი თავისუფლების დაცვა.
ეგრეთ წოდებული „კეთილდღეობის სახელმწიფო“ სხვა არაფერია თუ არა პეტერის გაძარცვა პაულის სასარგებლოდ, პეტერის სიმდიდრის გასუფთავებისა და ფლანგვის შემდეგ, გულგრილი და ძვირი ბიუროკრატიის საშუალებით. კეთილდღეობის სახელმწიფო ბეღურების ცხენებით გამოკვების მსგავსია თუ წარმოიდგენ. რასაც ვგულისხმობ. სხვანაირად თუ ვიტყვით, ეს ჰგავს იმას, რომ ყველანი დიდ წრეზე ვდგავართ და თითოეულ ჩვენთაგანს ხელი თავისი გვერდით მდგომის ჯიბეში აქვს ჩადებული. ერთხელ ვიღაცამ თქვა, რომ „კეთილდღეობის სახელმწიფო“ კარგად მოძებნილი სახელია, რადგან მასში პოლიტიკოსები კარგად გამოიმუშავებენ, ხოლო ყველა დანარჩენს გვიწევს საფასურის გადახდა.
თავისუფალი და დამოუკიდებელი ხალხი არ შეჰყურებს მთავრობას საკუთარი თავის შესანახად. ისინი არ უყურებენ მთავრობას, როგორც „უფასო“ ტკბილეულის ფანტანს, არამედ ხედავენ მასში თავიანთი თავისუფლების დამცველს, შეზღუდულს კონკრეტული ფუნქციებით, რაც განპირობებულია მშვიდობის დაცვისა და ყველას შესაძლებლობების მაქსიმიზირებით, ხოლო სხვა მხრივ მთავრობა მათ ცხოვრებაში არ ერევა. მთავრობაზე მინდობა სიკვდილის ტოლფასი კომპრომისია, როგორც ცივილიზაციებს, ისეთი ძველსაც, როგორიც ძველი რომის იმპერია იყო, მტკივნეულად აქვთ ნასწავლი.
როდესაც პარლამენტარი მოვა თქვენთან და გეტყვით: „შეხედეთ რა მოვიტანე თქვენთვის!“ თქვენ უნდა ჰკითხოთ, აგიხსნათ ვინ გადაიხადა მისი საფასური. თუ ის პატიოსანია, მაშინ გეტყვით, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეძლო თქვნთვის საჩუქრის მოტანა იმ ტკბილეულისათვის ხმის მიცემაა, რომელიც სხვა პარლამენტარს სურდა წაეღო სახლში – და ამ ყველაფრის ფულს კი თქვენ იხდით.
მეშვიდე
თავისუფლება ქმნის ყველა განსხვავებას მსოფლიოში.
იმ შემთხვევისათვის, თუ პირველმა ექვსმა პრინციპმა ვერ შეგიქმნათ ნათელი წარმოდგენა ჩემს მთავარ სათქმელზე, შემოგთავაზებთ მეშვიდე პრინციპს.
თავისუფლება არ არის უბრალო ფუფუნება ან მშვენიერი იდეა. ის უფრო მეტია ვიდრე ბედნიერი გარემოება ან ყოველდღიურად დასაცავი კონცეფცია. ეს არი ის, რაც ყველაფერს განაპირობებს, რაც ხდება. თავისუფლების გარეშე, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ცხოვრება მოსაწყენია. ყველაზცე ცუდ შემთხვევაში კი საერთოდ არ არის ცხოვრება.
საჯარო პოლიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს, არ იცავს ან არ აძლიერებს თავისუფლებას, მაშინვე წამსვე ეჭვის საგანი უნდა გახდეს ფხიზელი ადამიანების გონებაში. მათ უნდა დასვან შეკითხვა: „რას მივიღებთ, თუ დავთმობთ ჩვენი ტავისუფლების რაღაც ნაწილს?“ ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება მოკლევადიანი სარგებელი ან „შესბამისი მომსხურება“. ბენჯმინ ფრნკლინმა სწორად გვირჩია: „ისინი, ვინც მზად არიან დათმონ აუცილებელი თავისუფლება, რომ მიიღონ დროებითი მცირედი უსაფრთხოება, არც თავისუფლებას იმსახურებენ და არც უსაფრთხოებას.“
დღეისათვის ძალიან ხშირია, როდესაც პოლიტიკოსები ქმნიან ახალ პოლიტიკას და არ ფიქრობენ თავისუფლებაზე. თუ ამ პოლიტიკას სასიამოვნე შეგრძნებები მოაქვს, ან ეფექტიანდ ჟღერს, ან მათ თავიდან არჩევის საშუალებს მისცემთ, ისინი უბრალოდ გაატარებენ მას ცხოვრებაში. ნებისმიერი, ვინც გააკრიტიკებთ მათ თავისუფლებაზე დაფუძნებული არგუმენტებით, აბუჩად აგდებული და იგნორირებული ხდება. დღეისათვის, ყველა დონეზე, მთავრობა მოიხმარს 42%-ზე მეტს, რასაც ჩვენ ვქმნით და რომელიც 1900 წლისათვის 6-7%-ს შეადგენდა. ძალიან ცოტა იმათგანი, რომლებიც გამოდიან კიდევ უფრო მეტი მთავრობის როლის დამცველებად, იძლევ ისეთ უდაო შეკითხვას, როგორიცა: „რატომ არ არის 42%-ი საკმარისი?“ ; „რამდენით მეტი გინდათ კიდევ?“ ან „როგორ ფიქრობთ, რამდენი პროცენტის დატოვების უფლება აქვს ადამიანს თავისათვის იმ ნაყოფიდან, რომელიც თავად შექმნა?“
ვოცნებობ იმ დღეებზე, როდესაც ყველა ამერიკელი ამ პრინციპების მიხედვით იცხოვრებს. ვფიქრობ, რომ ისინი ფუნდამენტურად მნიშნელოვანია. წარსულში ჩვენი თავგანწირვა ამ პრინციპების მიმართ, ერთი ფორმით თუ მეორეთი, გვიჩვენებს როგორ და რატომ ვკვებებოდით, ვაცმევდით და ვაბინავებდით მეტ ადამიანს უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი პლანეტის ისტორიაში. ეს პრინციპები წარმოადგენენ უმთავრეს ფაქტორს, რაც უზრუნველყოფს ცხოვრების იმ უმთავრესი ელემენტის შენარჩუნებას, რომელსაც თავისუფლებას ვუწოდებთ. მადლობთ სესაძლებლობისათვის, რომ გამეზიარებინა ისინი დღეს თქვენთვის და იმისათვის, რასაც გააკეთებთ დღეიდან მომავალში ამ პრინციპების საერთო პრაქტიკაში გასატარებლად.