Skip to content

ერთი უსინათლო გოგონას ისტორია

ის უსინათლო იყო, ერთი უსინათლო გოგონა, რომელსაც სძულდა საკუთარი თავი, რადგან არ შეეძლო ისე ეცხოვრა, როგორც სხვებს და დაენახა  ის, რასაც სხვები ხედავდნენ.

იგი ფერებზე ფიქრობდა. ოცნებობდა ლამაზ ფერებზე და მზეზე, რომლის არსებობასაც მხოლოდ მაშინ გრძნობდა, როდესაც ამ უკანასკნელის სხივები ნაზად ეხებოდნენ მის კანს.

ერთადერთი ვინც ამქვეყნად უყვარდა ეს თავისი მეგობარი ბიჭი იყო.

ბიჭსაც ძალიან უყვარდა უსინათლო გოგონა. თუმცა მაპატიეთ,რადგან „ძალიან უყვარდა“ ცოტა იოლად ნათქვამი სიტყვებია. სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, სულ თავს ევლებოდა და არაფერს აკლებდა მას.

ჩვენს გოგონასაც ძალიან უყვარდა ბიჭი. ფიქრობდა, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა შეძლებდა , თუ არა დაენახა  ოდესმე მზის შუქი , ყოველთვის ეყვარებოდა ეს ბიჭი და ცოლადაც აუცილებლად მას გაჰყვებოდა.

ერთ დღესაც, მათ გადაწყვიტეს, რომ გოგონას თვალების გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა.

გადაწყვიტეს და შეასრულეს კიდეც . . .

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ გოგონამ თავისი ცხოვრების ოცნება აიხდინა. იგი უსინათლო აღარ იყო და უკვე შეეძლო დაენახა ესოდენ სანატრელი მზე.

საავადმყოფოდან გამოსულ გოგონას წინ თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული შეეგება. და იგი ცრემლიანი თვალებით ჩაეხუტა მას.

ერთხანს ასე იყვნენ. და როდესაც წასვლა დააპირეს გოგონამ მისთვის ძალზედ დაუჯერებელი რამ გაიგო და მიხვდა.იგი თავზარდაცემული და ძლიერ იმედგაცრუებული იყო.

ბიჭი უსინათლო იყო. დიახ,უსინათლო …

– შენ დღეს შენი ცხოვრების ოცნება აიხდინე და ახლა მზად ხარ, რომ გამომყვე ცოლად? – ჰკითხა მას უსინათლო ბიჭმა.

– არა, მე ეს არ შემიძლია, მთელი ცხოვრება უსინათლო ადამიანთან ერთად ვერ ვიცხოვრებ. არა, ისევ იმ ცხოვრებას ვეღარ დავუბრუნდები,რაც ასე ძალიან მძულდა – გაიფიქრა გოგონამ და ბიჭს უპასუხა:

– მაპატიე . . .

ბიჭს უსინათლო თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ანდა რა უნდა ეთქვა?

რამოდენიმე დღის შემდეგ გოგონას ბიჭისაგან წერილი მოუვიდა, რომელშიც ეწერა:

ძვირფასო, გთხოვ გაუფრთხილდე ჩემს თვალებს . . .