მამამ სთხოვა ვერიკოს სიკვდილის წინ ცოლად გაჰყოლოდა შალვა ამირეჯიბს. ალბათ, ვერიკოც ფიქრობდა, რომ სხვისი ცოლი თუ გახდებოდა, უფრო დაიმორჩილებდა საკუთარ გულს… (რ.შატაკიშვილი)
„მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით, ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა, ვერ გაიგებდით თვალებით ვის უყურებდა. ოდნავ მოზრდილი ცხვირი, ფაფარივით გადმოყრილი თმა. ყველას მოგვესალმა და მე მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი და ვხედავდი მხოლოდ მას.
ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველანი. მოხდა ისე რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა, ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა რას ნიშნავდა ეს.
ვერიკოს სთხოვეს რამე წაეკითხა, ახალგაზრდა მსახიობმა სასტიკი უარი განაცხადა. ვიფიქრე ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც გეხვეწებით მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო …
რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე არ ვიცი. რა ახლოს იყო მისი ხელი, ვერაფერს ვგრძნობდი. მე ტაში არ დავუკარი , დავიხარე და ხელზე ვაკოცე…“
ვერიკო ანჯაფარიძის „ოთარაანთ ქვრივად“ გარდასახვამ მთელი ქვეყანა შეძრა, ეს იყო საოცარი ტრაგიზმის შეგრძნება … მოგვიანებით, ამბობდნენ, რომ ეს გულწრფელი ცრემლები იყო, მაშინ მსახიობი თავის პირველ სიყვარულს და გარდაცვლილ შვილს დასტიროდა.
დღეს ვერიკო ანჯაფარიძის დაბადების დღეა.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ