სახლში დაბრუნებული გოგონა საძინებელ ოთახში შევიდა, საწოლის ქვეშ დამალული ყულაბა ამოიღო, ხურდა დათვალა და მის სახლთან ახლოს მდებარე აფთიაქისაკენ გაეშურა.
მოთმინებით ელოდა აფთიაქარს, რომელიც ერთ მაღალ, ინტელიგენტური გარეგნობის მამაკაცს ესაუბრებოდა. ჩანდა, რომ ისინი საუბრის დასრულებას დიდი ხანი არ აპირებდნენ, გოგონას კი ძალიან ეჩქარებოდა.
მოულოდნელად მოთმინებადაკარგულმა გოგონამ ამოიღო მთელი თავისი ფული ყულაბიდან და წინ დაუყარა აფთიაქარს.
– რას შვები– გაბრაზდა აფთიაქარი პატარა გოგონას არაკორექტული საქციელის გამო. ძმას ვესაუბრები, რომელიც წლებია არ მინახავს და ახლახანს ჩამოვიდა ჩიკაგოდან. არ შეგიძლია რამოდენიმე წუთი გვაცადო!? რა გინდა?
– ძმას ესაუბრებით? მე კი მსურს ჩემი ძმის შესახებ გესაუბროთ – გაბრაზებული ხმით უთხრა აფთიაქარს გოგონამ. ის ძალიან ავადაა და მხოლოდ სასწაული, თუ გადაარჩენს… სასწაული მინდა ვიყიდო !
– ბოდიშს გიხდი – უხერხულად გაეღიმა აფთიაქარს.
– მისი სახელია ენდრიუ – სხეულს შიგნით რაღაც გამონაზარდი აქვს. დედა ამბობს, რომ მხოლოდ სასწაული უშველის… მაინტერესებს რამდენი ღირს ეს სასწაული!? – განაგრძო გოგონამ…
– ჩვენ აქ სასწაულებს არ ვყიდით – უთხრა აფთიაქარმა გოგონას.
– მაპატიეთ მაგრამ მე ფული მაქვს და შემიძლია გადავიხადო – არ იშლიდა თავისას გოგონა.
აფთიაქარის ძმა კარგად ჩაცმული, ინტელიგენტური გარეგნობის კაცი იყო. იგი დაიხარა გოგონას სიმაღლემდე და ღიმილით ჰკითხა:
– აბა კარგად მომიყევი რა სახის სასწაული სჭირდება შენს ძმას…
– ზუსტად არ ვიცი, ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ დედა და მამა ამბობენ, რომ ოპერაცია სჭირდება და მხოლოდ სასწაული გადაარჩენს – ცრემლიანი თვალებით შესჩივლა მას გოგონამ.
– რამდენის გადახდა შეგიძლია ? – ღიმილით შეეკითხა ჩიკაგოელი კაცი გოგონას.
– 1 დოლარის და 50 ცენტის – უთხრა გოგონამ და თან უხერხულად შეიშმუშნა. თუმცა შემიძლია მეტიც ვიშოვო, თუ საჭიროა…
– არა ჩემო გოგონა, დოლარი და 50 ცენტი ზუსტი საფასურია იმ სასწაულის, რომელიც შენს ძმას სჭირდება – თქვა გოგონას შეუპოვრობით აღრფთოვანებულმა და ცრემლმორეულმა კაცმა და გოგონას მოცემული 1დოლარსა და 50 ცენტს ღრმად მოუჭირა ხელი. მოდი წავიდეთ და ვნახოთ, თუ რა სასწაული სჭირდება შენს ძმას…
კარგად ჩაცმული ჩიკაგოელი კაცი ექიმი კარლტონ არმსტრონგი იყო, გამოცდილი ნეირო ქირურგი. ენდიუს ოპერაცია სრულიად უფასოდ ჩაუტარდა და გამოჯანრმთელებამდე უფასოდ მკურნალოდნენ. ენდრიუ სახლში სრულიად ჯანრმთელი დაბრუნა,თუმცა უსაზღვროდ ბედნიერ მშობლებს ერთი კითხვა აწუხებდათ:
– ნეტავ ეს ყველაფერი რამდენი ეღირება? – უთხრა დამწუხრებულმა მამამ დედას.
და ტესს, რომელიც ამ დროს მათ გვერდით იდგა გაეღიმა… მან იცოდა რამდენი ღირდა ეს სასწაული ზუსტად:
1 დოლარი და 50 ცენტი და ამას დამატებული ერთი პატარა გოგონას რწმენა…