ძვირფასო კენედი,
შენთვის უცბად შეიცვალა ყველაფერი, 6 თვის წინ, როცა შენი პატარა დაიკო დაიბადა. ალბათ გინდოდა, დედიკო და მამიკო მხოლოდ შენი ყოფილიყვნენ. მე და შენ ერთად გავატარეთ მთელი ზაფხული. დავდიოდით ბიბლიოთეკაში, ვთამაშობდით მეგობრებთან ერთად და ვუყურებდით ტელევიზორს. ეს ნამდვილი გართობა იყო.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ვლაპარაკობდით და რა რაოდენობის „დიდი დის“ წიგნი წავიკითხეთ. ეს ნამდვილად არ მოგამზადებდა იმისთვის, რაც გელოდა. ყველაფერი მოხდა – სახლში პატარა ბავშვი გვყავს. ბავშვი ხმაურიანია – ალბათ, იმაზე მეტადაც, ვიდრე ელოდი. იგი მუდამ უნდა იყოს ხელში აყვანილი და ყოველთვის სჭირდება დედიკო.
თუ ეს იმედგაცრუებას გგვრის, რთულია სათქმელად. შენ მადლის განსახიერება ხარ, „დიდი გოგო“, რომელიც 3 წლისაა. ინტერესს იჩენ ბავშვის მიმართ, აგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას და არ გჭირდება შეხსენება, რომ ჩვილს დიდი ყურადღების დათმობა უნდა.
ალბათ, ეს რთულია შენთვის. ვიცი, რომ ასეა. ვიცი, რადგან სხვა სფეროში გქონდა პრობლემები, თუმცა მესმის და არ გადანაშაულებ.
მეც ვარ დიდი დაიკო. ხანდახან, ზეწოლის ქვეშ ვექცევით, რადგან პატარები ჩვენგან იღებენ მაგალითს. ხანდახან, უნდა ვიყოთ მოქნილები, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს თუ არა. ხანდახან, ჩვენდამი გამოხატავენ ნაკლებ ყურადღებასა და ქებას. დიდ დებს რთული სამუშაო აქვთ.
ახლა კი, რაც შენი პატარა დაიკო ჩვენთანაა, უნდა გახდე უფრო დამოუკიდებელი. „ბრძოლა“, რომელიც აქამდე გქონდა, აღარ გექნება. ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება ამ დღიდან უფრო მარტივი გახდება, თუმცა ვგრძნობ, რომ ამას კარგად გაუმკლავდები.
კენედი, უნდა იცოდე, ვამაყობთ შენით. არ ვამბობ, რომ ეს საკმარისია. შენ გაქვს კეთილი გული, იუმორის მშვენიერი გრძნობა, ლექსიკა, რომელიც ყოველდღე მაოცებს და დიდი პოტენციალი.
ყველაზე მნიშვნელოვანი – შენ გაგაჩნია სიყვარული. ამას იმ დღიდან მივხვდი, როცა გაღვიძებისას, პირველად ის მკითხე, თუ სად არის კეროლაინი. მოგვიანებით, შენ მიუჯექი და ძალიან მაგრად ჩაეხუტე მას. შენი დაიკო მუდამ იღიმის, როცა შენს სახეს ხედავს და ყოველთვის გეძებს, როცა შენი ხმა ესმის. მიუხედავად იმისა, რომ მისი დედიკო ვარ, ვგრძნობ, მისთვის უსაყვარლესი ადამიანი ხარ.
გინდა, იცოდე – რატომ?
იმიტომ, რომ ანათებ სიყვარულით. მომავალში, ვიცი, არ მოგწონება, რომ შენს სათამაშოებს აიღებს ან გთხოვს ტანსაცმელს. ალბათ, იქნება რაღაც დღეები ან წლები, როცა არ იქნებით ძალიან კარგი მეგობრები. თუმცა, იგი შენი დაიკოა და დამპირდი, რომ ყოველთვის ატარებ გულით.
გააგრძელე ნათება, საყვარელო კენედი. ვგიჟდები შენზე.
მიყვარხარ,
დედიკო