Skip to content

დედის დღე (შთამაგონებელი ისტორია)

დედის დღე იყო. ქალაქის ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიასთან ავტომობილი გაჩერდა და იქიდან ერთი მდიდარი კაცი გადმოვიდა.

კაცის დედა მისი ქალაქიდან ძალიან შორს, 300 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. იგი ძალიან დაკავებული იყო სამსახურის გამო და ხშირად ვერ ახერხებდა მის მონახულებას. და არც ეს დღე ყოფილა გამონაკლისი.

კაცმა შეუკვეთა ყვავილების თაიგული და  უთხრა მათ მისამართი, სადაც უნდა გადაეგზავნათ ისინი.

მაღაზიიდან, რომ გამოვიდა მან იქვე კუთხეში მჯდომი პატარა გოგონა დაინახა, რომელსაც თავი კალთაში ჩაედო და ტიროდა…

კაცი მივიდა მასთან, თავზე ხელი გადაუსვა და მიეალერსა.

– რატომ ტირი შვილო? – ჰკითხა კაცმა გოგონას.

– დღეს დედის დღეა, მსურდა ყვავილების თაიგული მეყიდა დედისათვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკმარისი ფული არ მაქვს . . .

კაცს გაეღიმა. მოჰკიდა ხელი გოგონას, ყვავილების მაღაზიასთან  მიიყვანა და უთხრა:

– აირჩიე, რომელიც გინდა და მე გიყიდი.

გოგონას ძალიან გაეხარდა და ერთ ლამაზ თაიგულზე მიუთითა.

კაცმა იყიდა თაიგული და გოგონას უთხრა:

– მოდი, მე მიგიყვან დედასთან ჩემი მანქანით .:)

– ძალიან კარგი იქნება, ძია. დიდი მადლობა – უპასუხა თვალებგაბრწყინებულმა გოგონამ მას.

გოგონას მითითებული გზით წასული მანქანა ქალაქის სასაფლაოს მიადგა. ისინი ჩამოვიდნენ მანქანიდან და პატარა გოგონამ საფლავზე  დადებული ლამაზი თაიგულით და ცრემლებით მიულოცა სანატრელ დედას დაბადების დღე . . .

მწარედ დაფიქრებულმა კაცმა გოგონა სახლამდეც მიაცილა და დაემშვიდობა. შემდეგ დაბრუნდა ყვავილების მაღაზიაში, გააუქმნა გზავნილი, იყიდა მშვენიერი ყვავილების თაიგული და გასწია თავისი ქალაქიდან 300 კილომეტრით დაშორებული ადგილისაკენ, სადაც მისი საყვარელი დედა ცხოვრობდა . . .