ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი დედა–შვილი.დედა ღრმად მოხუცებული გახლდათ,რომელმაც მთელი ახალგაზრდობის წლები ერთადერთი შვილის გაზრდას და მის კეთილდღეობას შეალია.ერთხელაც ვაჟი შინ გახარებული დაბრუნდა:
–დედა მე ბედნიერი ვარ ვიპოვე ადამიანი რომელიც მსურს იყოს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი,ჩემი ტკივილისა და სიხარულილს გამზიარებელი.მაგრამ…და ვაჟი წუთით ჩაფიქრდა,თვალები ცრემლით აევსო, თუმცა მოიკრიბა გამბედაობა და თქვა:
–დედა,გოგონა რომელიც მიყვარს და მინდა რომ ჩემი მეუღლე გახდეს და ესევე ისიც თანახმაა მხოლოდდამხოლოდ ერთი პირობით, თუ მას შენს გულს მივუტან.ვაჟმა დაამთავრა გოგოს დანაბარები რომელიც მათი თნაცხოვრების წინაპირობა იყო,და ვაჟს ცრემლებით აევსო თვალები. დედა ჩაფიქრდა შვილი გულში ჩაიკრა;
–შვილო,ჯერ კიდევ არ იყავი დაბადებული როცა მამაშენი დაიღუპა, მთელი ჩემი ახალგაზრდობა შენს გაზრდას შევალიე რომ არასოდეს, არასოდეს არაფერი არ მოგკლებოდა, ქარში,წვიმაში,, თუნდ ყველაზე სუსხიან ამინდსა და ზაფხულის ყველაზე ცხელ მზიან დღეს მე ვშრომობდი მხოლოდდამხოლოდ შენი კეთილდღეობისათვის. დღეს კვლავ შემიძლია რომ შენთვის უთქმელად გავწირო თავი,თუ კი შენ ეს ჭეშმარიტ ბედნიერებას მოგიტანს შენი ცხოვრების განმავლობაში.
ბიჭს თვალები სიხარულით აევსო,დედის ბოლო სიტყვები არც კი გაუგონია რომ უკვე ხელში ეჭირა მშობლის სისხლმდინარე ჯერ კიდევ მფეთქავი გული და თავისი რჩეულისაკენ მიიჩქაროდა,რომ უეცრად ქვას ფეხი წამოკრა და დაეცა,ვაჟმა ტკივილისაგან წამოიძახა
ვაიმე დედა….
–ვაიმე შვილო ხომ არაფერი იტკინე?!…
იყო ხმა სისხლგამდინარე გულისა.რომელიც კვლავ შვილის სიყვარულით ძგერდა…
მადლობას ვუხდით თამარს ისტორიის გამოგზავნისათვის