Skip to content
ერთხელ ერთმა ახალგაზრდა და განათლებულმა ბიჭმა დიდ კომპანიაში მოისურვა მუშაობის დაწყება და მენეჯერის პოზიციაზე გააგზავნა საბუთები. გაირა რამოდენიმე ინტერვიუ და უკანასკნელი გასაუბრების დროც დადგა, რომელიც მას კომპანიის დირექტორთან ჰქონდა. დირექტორმა გადახედა მის რეზუმეს, მიღწევებს და აკადემიურ მოსწრებას და შედეგებით კმაყოფილმა ბიჭს ჰკითხა:
უნივერსიტეტში სწავლისას დაფინანსება გქონდა ?
– არა – უპასუხა დარცხვენილმა ბიჭმა.
– და ვინ იხდიდა შენი სწავლის ხარჯებს? მამა?
– არა, ერთი წლის ვიყავი როდესაც მამა გარდაიცვალა. დედა იხდიდა გადასახადს.
სად მუშაობს დედაშენი? – იკითხა დირექტორმა.
– დედაჩემი სამრეცხაოში მუშაობს – უხერხულად გაიღიმა ბიჭმა.
– შეგიძლია ხელები მაჩვენო – უთხრა დირექტორმა ბიჭს.
გაკვირვებულმა ბიჭმა ამოატრიალა ხელის გულები და დირექტორს აჩვენა. დირექტორს გაეღიმა. ბიჭს სუფთა და სრულყოფილი ხელები ჰქონდა.
– ოდესმე დახმარებიხარ დედას სახლის სამუშაოებში?
– არა – უპასუხა ბიჭმა. დედა არ მანებებდა,მას ყოველთვის სურდა მესწავლა და ბევრი მეკითხა. ამასთან, დედაჩემი ბევრად უკეთესად აკეთებს სახლის საქმეს, ვიდრე მე.
– კარგი, მაშინ თხოვნა მექნება: სახლში, რომ მიხვალ დედას სთხოვე თავისი ხელის გულები გაჩვენოს და კარგად დააკვირდი. ხვალ დილით გელოდები და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს – დაასრულა დირექტორმა.
ბიჭს კარგად ენიშნა დირექტორის მეგობრული საუბარი და სამსახურში აყვანის დიდი შანსით აღფრთოვანებული გაემართა სახლისაკენ. სახლში მისულმა დედას სთხოვა ხელები ეჩვენებინა და გაოცდა.
ცხოვრებაში პირველად დააკვირდა და გაანალიზა, თუ როგორი დაბერებული, გაცრეცილი და დალილავებული ჰქონდა დედას ხელის გულები.
ბიჭი მიხვდა, თუ რა დიდ მსხვერპლს იღებდა დედა იმისათვის,რომ მისი სწავლისა და ცხოვრების ხარჯები დაეფარა.

ბიჭს ცრემლი მოერია და სთხოვა დედას,რომ სახლის საქმეებში დაეხმარებოდა საღამოს დედა–შვილმა ბევრი ისაუბრეს და დიდი დრო გაატარეს ერთად.
მეორე დღეს ბიჭი დირექტორის ოფისში მივიდა.
დირექტორმა შეამჩნია ბიჭის დაფიქრებული სახე და უთხრა: ხომ ვერ მეტყოდი რა ისწავლე გასულ საღამოს?

–მე მისი ხელები ვნახე – მძიმედ წარმოსთქვა ბიჭმა.
ძალიან კარგი. გთხოვ, მომიყევი შენი გრძნობების შესახებ – სთხოვა მას დირექტორმა.
ახალგაზრდამ თქვა:
1.დღეიდან ვიცი რა არის დაფასება. მხოლოდ, დედაჩემის წყალობით ვარ დღეს ასეთი განათლებული და წარმატებული.
2.მხოლოდ გუშინ შევიტყვე, თუ რა ძნელია შეასრულო სახლის წვრილმანი სამუშაო.
3.ვისწავლე,რომ საჭიროა, მეტი დრო დავუთმოთ მშობლებს და დავაფასოთ საკუთარი ოჯახი.
– ზუსტად ასეთ ადამიანს ვეძებდი მენეჯერის თანამდებობაზე… ვეძებდი პიროვნებას, რომელიც დააფასებდა თანამშრომლებს და დაეხმარებოდა მათ სამუშაოს შესრულებაში – უთხრა ბიჭს კმაყოფილმა დირექტორმა.