Skip to content
ერთხელ პოლიციაში ერთი ქალი მივიდა და თავისი დაკარგული ქმრის შესახებ განაცხადა.

ქალი: ქმარი დავკარგე.
პოლიციელი: შეგიძლიათ გვითხრათ მისი სიმაღლე?
ქალი: ზუსტად არ ვიცი.
პოლიციელი: გამხდარია ?ან რაიმე ხომ არ აწუხებს?
ქალი: გამხდარი არაა, მაგრამ ალბათ ჯანმრთელი იქნება.
პოლიციელი: თვალების ფერი?
ქალი: მემგონი მოშავო უნდა იყოს.
პოლიციელი: თმის ფერი?
ქალი: ზუსტად არ ვიცი. მგონი უნდა იღებავდეს.
პოლიციელი: ბოლოს, რომ ნახეთ რა ეცვა, ხომ არ გახსოვთ?
ქალი: შესაძლოა სოლიდურად ეცვა, ან სპორტული ტანსაცმლით იყო.ზუსტად არ მახსოვს.
პოლიციელი: მარტო იყო, თუ თან ახლდა ვინმე ?
ქალი: დიახ სერ, ჩემი ძაღლი, კელვინი. ყელზე მოოქროვილი ჯაჭვი ება. 30 ინჩის სიმაღლის, ჯანმრთელი, ყავისფერი თვალებითა და ბეწვით. არ იკბინება და ძალიან კეთილია. ჩვენ ერთად ვჭამდით და სეირნობდით. გესმით სერ ჩემი ?! – სწრაფად მიაყარა ქალმა და ტირილი დაიწყო.
პოლიციელი: დიახ, მესმის.. ძალიან კარგი, ჯერ ძაღლის ძებნით დავიწყოთ ..