Skip to content

გულის გასაღები – იგავი

ერთხელ მასწავლებელმა შეიტყო, რომ მისი მოსწავლე დაჟინებით სულ მუდამ ითხოვდა ვიღაცის სიყვარულს.

ნუ ითხოვ ასე დაჟინებით ნურავისგან სიყვარულს, ასე შენ მას ვერ მიიღებ უთხრა მასწავლებელმა.

კი მაგრამ რატომ? უპასუხა მოსწავლემ.

მითხარი, რას აკეთებ, როდესაც შენს კარებს ამტვრევენ დაუპატიჟებელი სტუმრები, როცა ისინი უხეშად აკაკუნებენ, ყვირიან, და ითხოვენ კარის გაღებას და თმებს იწიწკნიან იმისათვის, რომ მას კარს არ უღებენ.

მე უფრო მტკიცედ ჩავკეტავ კარს.

ნუ ამტვრევ სხვების გულის კარებს. ასე უფრო მაგრად დაიკეტება ეს კარები. გახდი სასურველი “სტუმარი” და შენს წინაშე ნებისმიერი გულის კარი გაიხსნება. მოძებნე შენში სიყვარული. შეუმჩნეველი და მცირე სიყვარულიც კი არის ის პატარა გასაღები, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი გულის კლიტის გაღება, იმათიც კი, რომელიც ადრე არ იღებოდა. აიღე მაგალითი ყვავილისაგან, რომელიც არ ედევნება ფუტკარს, არამედ თვითონ იზიდავს მას. დაე შენი სიყვარული ის “ნექტარი” გახდეს, რომელიც ადამიანებს მიიზიდავს.