მსურს ერთი გოგონას შესახებ მოგიყვეთ, რომელიც უკიდურესი სიღარიბის პირობებში დაიბადა ტენესის შტატში. ოთხი წლის იყო, როცა ორმაგი პნევმონიით დაავადდა, რის გამოც ცალი ფეხით პარალიზებული დარჩა. მას ცხოვრების ბოლომდე უნდა ლითონის ზღუდებით ეარა და როგორც ექიმები ამბოდნენ ვეღარასდროს შეძლებდა ნორმალურად გავლას. დედამ სცადა გაემხნევებინა შვილი და უთხრა, რომ ყველაფრის გაკეთებას შეძლებდა, თუ მტკიცედ იწამებდა ამას. მაშინ გოგონამ თქვა, რომ სურდა დედამიწის ზურგზე ყველაზე სწრაფი ქალი გამხდარიყო.
9 წლის ასაკში, ექიმების რჩევისდა მიუხედავად მან მოიხნსა ზღუდები ფეხიდან და შეძლო პირველი ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა.
11 წლის ასაკში პირველად გაირბინა, თუმცა გაჭირვებით.
13 წლის ასაკში რამოდენიმე შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ყოველთვის ბოლო მიდიოდა ფინიშის ხაზთან. მიუხედავად იმედგაცრუებებისა, გოგონა კვლავ განაგრძობდა ვარჯიშს, ვიდრე ერთ დღესაც შეჯიბრში ყველას არ აჯობა.
15 წლის იყო, როცა გოგონა ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ მწვრთნელს შეხვდა, რომელსაც საკუთარი ოცნება გაანდო. მწვრთნელმა მას უთხრა, რომ მის სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონას, რომელსაც ეუბნებოდნენ, რომ ცხოვრებაში ნორმალურად გავლასაც ვერ შეძლებდა, ვილმა რუდოლფი ერქვა. ვილმამ აიხდინა ოცნება და 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქალბატონი გახდა. მან კარიერის მანძილზე სამჯერ მოიპოვა ოლიმპიადის ოქროს მედალი (100, 200 და 400 მეტრის მანძილზე შეჯიბრში);
ვილმა რუდოლფის ისტორია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ ჭეშმარიტებას, რომ დისციპლინისა და მონდომებისთვის ბარიერები არაფერია.
სტატიის ბოლოს კი მის რამოდენიმე გამონათქვამს გთავაზობთ:
„გამარჯვება მშვენიერი რამაა, თუმცა თუ ნამდვილად აპირებთ რაიმე ღირებული შექმნათ ცხოვრებაში, ამისთვის წაგების გემოც უნდა გაიგოთ.“
„არ არსებობს ტრიუმფი ბრძოლის გარეშე!“
„როდესაც მზე ანათებს ყველაფრის გაკეთება შემიძლია. არ არსებობს მეტისმეტად მაღალი მწვერვალი და არც იმდენად დიდი პრობლემა, რომლის დაძლევა არ შეგვიძლია.“
„დედა ბავშვობიდან მასწავლიდა, რომ ყველაფერს მივაღწევდი, თუკი შევძლებდი ამის მეწამა. ჩემი პირველი სურვილი იყო დამოუკიდებლად გამევლო.“
„მე მიყვარს თავისუფლება, რომელსაც სირბილის დროს ვგრძნობ, სუფთა ჰაერი და შეგრძება იმისა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვეჯიბრები მხოლოდ მე ვარ.”