Skip to content

გილოცავთ ახალ 2015 წელს!

ვიდრე შამპანურის ბოთლს გავხსნით და ახალ წელს ავღნიშნავთ, მოდით წამით შევჩერდეთ და შევიგრძნოთ გასული წელი. გავიხსენოთ ჩვენი ტრიუმფი, თუნდაც ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები, დაპირებები, რომლებიც შევასრულეთ ანდა ვერ შევასრულეთ, წამები, როდესაც ჩვენს თავს რისკის გაწევის უფლება მივეცით ანდა უარი ვთქვით ამაზე, რადგან ტკივილისა შეგვეშინდა. სწორედ ამაშია ახალი წლის არსი – ეს ახალი შანსის გამოყენებაა. ეს ახალი შესაძლებლობაა, რომ მივუტევოთ ერთმანეთს, მოვიქცეთ უკეთ, გავაკეთოთ მეტი, გავცეთ მეტი და გვიყვარდეს მეტად…

ასე რომ როდესაც ახალი წლის ზარი ჩამოჰკრავს, დაე გავიხსენოთ ეს სიტყვები, ვიყოთ უფრო თბილები, კეთილები და გულისხმიერები ერთმანეთის მიმართ და არამარტო ამ დღეს, არამედ მთელი წლის განმავლობაში…

გვსურს მადლობა გადაგიხადოთ, გასულ წელს თქვენს მიერ გამოჩენილი თანადგომისათვის, თითოეული წამისათვის, რომელიც ჩვენს გვერდზე გაატარეთ და თითოეული პოსტისათვის, რომელიც გაიზიარეთ..

გილოცავთ 2015 წელს, გვსურს ულევი სიხარულით, წარმატებითა და ბედნიერებით სავსე ახალი წელი გისურვოთ!

სიყვარულით,
ინტერნეტ ჟურნალი ოთხი მოტივის გუნდი