ჩვენ, ქალები – მსუქნები, გამხდარები, ლამაზები,საყვარლები, ეთნიკურები, იაფფასიანები, ბავშვურები, კოხტები, სექსუალურები, მატყუარები, მარტოსულები, ვნებიანები ვართ… ეს სია უსასრულოდ გრძელდება.
ბოლოს როდის გსმენიათ მამაკაცის პირიდან ამოსული ზედსართავი სახელი, რომელიც ქალს აღწერს და ყოველგვარ სექსუალურ მოტივს მოკლებულია? ბოლოს როდის მოგისმენიათ მამაკაცისგან ქალის ისეთი აღწერა, რომელიც მის სულსა და ჩვეულ ელეგანტურობას ამკობს? ბოლოს როდის გსმენიათ, რომ მამაკაცი ქალზე მშვენიერიაო ამბობდა?
პატივისცემა დაკარგულია, როცა საქმე ქალზე საუბარს ეხება, თითქოსდა საგნებს აღწერენ და არა ადამიანებს. კაცები ქალებს საგნებად აღიქვამენ, რომლებიც უნდა დაიპყრო, ნაცვლად იმისა რომ დააფასო ქალი მისი ინდივიდუალური თვისებების გამო.
თანამედროვე კაცთა დიდი ნაწილი ადვილად იხიბლება გრძელი თმით, მაღალი მკერდით, გრძელი ფეხებითა და ქუსლიანი ფეხსაცმლით. ისინი ფიქრობენ რომ სექსუალურობა გაშავებული კანიდან, ბიკინების ზომიდან და ყალბი წამწამებიდან მომდინარეობს. ისინი დაპროგრამებულნი არიან სჯეროდეთ, რომ ნებისმიერი ქალი უნაკლო ტანითა და მოღეღილი მკერდით მიმზიდველია. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ქალების შესახებ, რომელთაც არ სურთ აყვნენ მამაკაცთა ფანტაზიებს? რა ქნან ქალებმა, რომელთაც უბრალოდ კონფორტული პერანგებისა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმლელის ტარება ურჩევნიათ? რა შეიძლება ვთქვათ მათზე, რომლებიც საპირისპირო სქესის მოსახიბლვლელად კი არ იცვამენ, არამედ უბრალოდ კარგად სურთ იგრძნონ თავი იმაში, რაც აცვიათ? არაფერია ამაში მიმზიდველი? არის რაიმე არგუმენტი თავდაჯერებულობის ამ გრძნობის წინააღმდეგ?
როდის გახდა იძულებული ქალი, რომ მიეღო ეს სტანდარტები ან სხვა შემთხვევაში ამ ბრბოში დაკარგულიყო? როდის აქეთაა რომ კარგი მამაკაცის პოვნას კოსმეტიკის ფენები და მოკლე კაბებში ფულის დაბანდება სჭირდება?
არსებობენ კაცთა ტიპები, რომლებიც მუდმივად ამცირებენ ქალებს, გვკიცხავენ სექსუალური ვულგარულობის გამო , თუმცა მათ არ შეუძლიათ დაინახონ ქალის ნამდვილი მშვენიერება – ისინი ვერ ამჩნევენ ბუნებრივი მშვენიერებისა და უნიკალურობის იშვიათ წამებს.
ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ “სექსუალურობა” არ მთავრდება ღამეს, როცა კოსმეტიკა ბალიშს სვრის და თმის დაგრძელება აღარ გვჭირდება. ის არ დასრულდება მაშინ, როცა ტონალურ სპრეის ჩამოვიბანთ და ვიწრო კაბებს გავიხდით.
ეს არაა სინამდვილე, მაგრამ ილუზიაა, რომელიც წლების მანძილზე აიძულებს ქალს არაჯანსაღ ჩვევებს დაექვემდებაროს.
ალბათ დროა ასეთ ადამიანებს შევახსენოთ რა განსახვებაა სექსუალურსა და მშვენიერს შორის! დროა კაცები მიხვდნენ, რომ ქალებს ბევრად მეტის შემოთავაზება შეუძლიათ, ვიდრე სხეულია.
ქალი გასაოცარი ქმნილებაა, საკუთარი აქტივებითა და ხასიათის შტრიხებით, რომლებიც თითოეულ ჩვენგანში უნიკალური და შეუფასებელია. დროა ვაჩვენოთ საკუთარი ინდივიადუალობა, დავამარცხოთ მამაკაცთა მიერ შექმნილი სექსუალურობის ილუზია. მშვენიერება ის კი არაა, როცა მასთან დაწოლა გინდა, ნამდვილი სილამაზეა, როცა მასთან ყოფნა გსურს.
სექსუალურობა შორიდან გვიტაცებს, მშვენიერებას ფლობა სჭირდება;
სექსუალურობა აღქმაა. მშვენიერება დაფასებაა;
სექსუალურობა ნიღაბია. მშვენიერება შეუნიღბავია;
სექსუალურობა გარეგნული შესახედაობაა. მშვენიერება გარეგნობაზე ბევრად მეტია;
სექსუალურობა ძლიერი განაცხადია, მშვენიერება ძლიერი აზრი;
სექსუალურობა ახალგაზრდობაშია. მშვენიერებას ასაკი არ აქვს;
სექსუალურობა პირობითია. მშვენიერება უნიკალურია;
სექსუალურობა ერთი ღამეა, მშვენიერება კი უძილო ღამეები;
სექსუალურობა არსებობის მდგომარეობაა. მშვენიერება მისი მფლობელის თვალებშია;
სექსუალურობა მანკიერია. მშვენიერება უმანკოა;
სექსუალურობა ვულგარულია, მშვენიერება კი უბრალო;
სექსუალურობა SMS-ია, მშვენიერება სიყვარულის წერილი;
სექსუალურობა ფასადია. მშვენიერება ქალია..
ავტორი: ლორენ მარტინი; თარგმანი: 4motivi.com;