1. არასოდეს უთხრათ თქვენს მტერს, რომ სცდება.
2. წარმოსახვის უნარი სამყაროს მართავს.
3. არაფერია ამაზე რთული და არც ამაზე ძვირფასი, რომ გადაწყვეტილების მიღება შეგეძლოს.
4. თუ გსურთ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად უნდა გააკეთოთ.
5. ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ჰყავს.
6. ალექსანდრემ, ცეზარმა, შარლემანმა და მე იმპერიები შევქმენით. მაგრამ რაც შევძელით ყველაფერი ჩვენი გენიის წყალობით გავაკეთეთ? არა, ძალის გამოყენებით. იესო ქრისტემ კი “იმპერია” სიყვარულზე დააფუძნა და სწორედ ამიტომაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მილიონობით ადამიანი სიამოვნებით მოკვდება მისთვის.
7. დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.
8. ერთსა და იმავე მტერს არ უნდა ეომო ზედმეტად ხშირად- იგი ისწავლის ყოველ შენს საბრძოლო ფანდს.
9. ადამიანებს ორი მოტივი ამოძრავებთ: შიში და პირადი ინტერესები.
10. მას ვისაც წაგების ეშინია, გარანტირებული აქვს დამარცხება.
11. ათი მოლაპარაკე ადამიანი უფრო მეტ ხმას გამოსცემს, ვიდრე ათი ათასი, რომელიც სდუმს.
12. ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.
13. სიკვდილი არაფერია, მაგრამ იცხოვრო შერცხვენილმა და დამარცხებულმა, ნიშნავს ყოველდღიურად კვდებოდე.
14.სიტყვა “შეუძლებელს” მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვნით.
15. რა არის. სიყვარული? -ვნება,რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელს დედამიწას, ხოლო მეორეზე- მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.
16. ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით.
17. იცით რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება.საბოლოოდ გონება მუდამ სჯობნის ხმალს.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com