Skip to content

გამონათქვამები: ბუდა

1. ცაზე აღმოსავლეთისა და დასავლეთს შორის განსხვავებას ვერ შეამჩნევთ – ეს ნიშნები არ არსებობს. ადამიანები თავად ქმნიან წარმოდგენებს და შემდეგ სწამთ, რომ ისინი სიმართლეა.
2. გონება ყველაფერია. რასაც ვფიქრობთ, ის ვხდებით.
3. ბოროტი და არაკეთილსინდისიერი მეგობარი, უფრო საფრთხილოა ვიდრე ველური ურჩხული. ურჩხულმა შეიძლება თქვენი სხეული დააზიანოს, მაგრამ ბოროტი მეგობარი  კი გონებას მოგიწამლავთ.
4. ნუ დარჩებით წარსულში, ნუ იოცნებებთ მომავალზე, კონცენტრირება მოახდინეთ აწმყოზე.
5. სიძულვილი ვერ შეწყდება სიძულვილით. იგი მხოლოდ სიყვარულით დაიძლევა. ეს მარადიული კანონია.
6. ფეხი ფეხს მაშინ  გრძნობს, როცა მიწაზე დგას.
7. დარჩე ნაწყენი ნიშნავს, ხელში ცხელი ნახშირი გეჭიროს და სხვა ადამიანისთვის სროლას გეგმავდე. ერთადერთი ვინც დაიწვება შენ ხარ.
8. ადამიანი ბრძენი მაშინ კი არ არის, როცა გამუდმებით და ბევრს საუბრობს, არამედ მაშინ როცა მშვიდობისმოყვარეა, მზრუნველი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, უშიშარი.
9. თუ პრობლემა მოგვარებადია, მაშინ დარდი რაღა საჭიროა? და თუ ასე არაა, დარდი ვერაფერს გიშველით.
10 გრძელია ღამე მისთვის, ვისაც ღვიძავს. გრძელია მანძილი მისთვის, ვინც დაღლილია. გრძელია ცხოვრება სულელისთვის, რომელმაც არ იცის სიმართლე.
11. არსებობს ორი სახის ტანჯვა: პირველი ტანჯვაა რომელიც უფრო მეტ ტანჯვას იწვევს და არსებობს მეორე სახის ტანჯვაც, რომლის შემდეგაც ტანჯვა სრულდება.
12. ათასობით სანთელი შეიძლება აინთოს ერთი სანთლით ისე, რომ ეს სანთელი მაინც იგივე დროში დაიწვება, ბედნიერება გაზიარებით არ მცირდება.
13 რატომ აკეთებთ იმას, რასაც ინანებთ? რატომ იხდით სატირლად საქმეს? აკეთეთ მხოლოდ ის, რასაც არასდროს ინანებთ – ის რაც სიამოვნებას მოგიტანთ.
14. დოქი წვეთებით ივსება.
15. სამი რამ არ დაიმალება დიდხანს: მზე, მთვარე და სიმართლე.
16. იყავით მადლიერი, იმისათვის რაც მოგეცათ. თუნდაც მცირედისთვის.
17. ჯანმრთელობა უდიდესი საჩუქარია, კმაყოფილება უდიდესი სიმდიდრე, ერთგულება საუკეთესო ურთიერთობაა.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com