Skip to content

გამონათქვამები: გაბრიელ გარსია მარკესი

13 ცხოვრებისეული ფრაზა
1.მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ რომ შენ ხარ, არამედ ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ.
2. არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ.
3. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ.
4. ნამდვილი მეგობარი ის არის , რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.
5. ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი.
6. არასდროს მოიშორო სახეზე ღიმილი მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს.
7. შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.
8. არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს.
9. შეიძლება ღმერთს სურს, რომ ხვდებოდეთ უვარგის ადმიანებს მანამ, სანამ შეხვდები იმ ერთადერთს… იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერნი ვიყოთ.
10. ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო.
11. ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი.
12. გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი თუ ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ შენ ის გაგიგებს, შეგიცნობს……
13. ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.
სხვა გამონათქვამები
არცერთ წამალს არ შეუძლია განკურნოს ის, რაც ბედნიერებას არ შეუძლია.
ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.
ადამიანები მხოლოდ ერთხელ არ იბადებიან. ცხოვრება ავალდებულებს მათ, რომ ყოველდღე ხელახლა დაიბადონ.
მეხსიერება მუდამ იმის ცდაშია,რომ კარგი დაიმახსოვროს, სწორედ ეს გვაძლევს ძალას დავძლიოთ წარსულის ბარიერები.
მე არ ვარ მდიდარი. მე ვარ ღარიბი კაცი, რომელსაც აქვს ფული – ეს ორი ცნება კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ყველა ადამიანს სამი ცხოვრება აქვს: საჯარო, პირადი და საიდუმლო.
რა უაზროა ეს სამყარო, წამოიძახა მან. ადამიანები პირველი კლასით მგზავრობენ, წიგნები კი სატვირთო ვაგონებით დააქვთ.
ზოგიერთები გამოიკეტებიან მარტოობაში, სიყვარულში და ამ სიყვარულის მარტოობაში, ხოლო მათი სიყვარული ამ სიყვარულშივეა ჩაძირული და ჩაფერფლილი და ცხოვრობენ ერთ დიდ, უკაცრიელ სამყაროში, სადაც სიყვარულია ერთადერთი და მარადიული რელობა და ერთ არსებად ქცეულნი ნელ-ნელა იძირებიან მარტოობაში.
ცხოვრებაში ის კი არაა მნიშვნელოვანი, თუ რა ხდება ჩვენს თავს, არამედ ის თუ რა გვახსოვს და როგორ გვახსოვს.
სექსი ნუგეშია მათთვის, ვისაც არ შეუძლია უყვარდეს.
ადამიანები მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ ოცნების უნარს.
ჩემთვის ისიც საკმარისია, ვიცოდე რომ მე და შენ ამ წამს ვარსებობთ.
სიკვდილისას მხოლოდ ერთ რამეს ვინანებ: თუ სიყვარულისთვის არ მოვკვდები.