Skip to content

გამბედაობა – ანუ ის, რაც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ

ერთხელ, როდესაც მეშვიდე კლასში ვიყავი, პატარა გოგონამ ქოლგით მცემა. მინდა ეს სურათი უკეთ დაგანახოთ. ჩემზე გაცილებით დაბალი, მეხუთეკლასელი გოგონა, ხალხის წინაშე Hello Kittys-ს ქოლგას მირტყამდა. უმნიშვნელო ტრავმას შეურაცხყოფაც ემატებოდა. სკოლაში Hello Kitty-ს ქოლგით მოსვლა არასერიოზულად და სასაცილოდ ჟღერდა, თუმცა ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, მე ვისზე რა უნდა მეთქვა.

ფაქტი არცთუ ისე სასიამოვნო იყო.  თვალი ჩასისხლიანებულ-ჩალურჯებული მქონდა. კარგი იქნებოდა, ეს მხოლოდ კურიოზი ყოფილიყო, თუმცა ზემოთ მოთხრობილი პათეტიკური ისტორია პირადად გადამხდა.

სკოლაში ჩხუბისთვის თავის არიდებას ყველანაირად ვცდილობდი. წარმოიდგინეთ  პატარა, გამხდარმა, მეხუთეკლასელმა გოგონამ Hello Kitty-ს ქოლგით რამხელა ზიანი მომაყენა და ჩემი ასაკის ბიჭი, რას მიზამდა?!  თუკი ვინმეს ჩემთან ჩხუბი მოუნდებოდა, ფულს ვაძლევდი. გინდ დაიჯერეთ გინდ არა. რამდენჯერმე მოვიქეცი ასე.

ბუნებრივია, დაგებადებათ კითხვა – ,,რატომ იყავი ასეთი მშიშარა, პრესტონ?’’ პასუხი ჩემი ფიზიკური უუნარობა იყო, ამის გამო გამბედაობა მაკლდა.

გაუბედაობამ შედეგად ფინანსური ქაოსი, არაჯანსაღი ურთიერთობები და ემოციური არასტაბილურობა მომიტანა. გახსოვდეთ, რომ გამბედაობა წარმატების საწინდარია.

საბოლოოდ, მდგომარეობიდან გამოსვლას მთელი ძალისხმევით ვცდილობდი მას შემდეგ, რაც ყველაფერი დალაგდა, ყველაფერი შეიცვალა. ახლა თავაწეული და ბედნიერი დავდივარ, თანაც სქელი საფულით. ყველას, ვინც ქოლგას ჩემსკენ მომართავს, სერიოზული პრობლემა შეექმნება.

3 მარტივი გზა გამბედაობის შესაძენად:

  1. წარმოიდგინეთ რა მოხდება თქვენი სიკვდილის შემდეგ 

მეორე დღეს ექიმის კაბინეტში ვიყავი და ახალგაზრდა სტაჟიორი კითხვებს მისვამდა.

– კარგად ხარ?

– დიახ, უბრალოდ სკოლაზე ვნერვიულობ. ეს არის და ეს.

– გეშინია რამის?

– რა თქმა უნდა. ყველას ეშინია რაღაცის. თქვენც ხომ გეშინიათ?

– არა, მე არა. რა შეიძლება მოხდეს ყველაზე საშინელი შენს ცხოვრებაში?

– შეიძლება მოვკვდე.

-კარგი. თუკი იფიქრებ, რომ მას შემდეგ უკეთეს ადგილას მოხვდები, ისევ შეგეშინდება?

– ბატონო, მე ბედნიერი ვარ და ეს თქვენი დამსახურებაა.

– ჩემთვის ეს სასიამოვნოა. დიდებული დღეა. წარმატებებს გისურვებ.

მან შენიშნა, რომ კარიდან გამბედავი გამომეტყველებით გამოვედი.

ბევრ ფსიქოლოგს სჯერა, რომ სიკვდილის შიში ადამიანის ქმედებების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

2.  დიდი დრო გაატარე გამბედავ ადამიანებთან ერთად.

3. ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი შიშიც გაქვთ და შემდეგ ეს ყველაფერი გააკეთეთ.

პაემანზე დაპატიჟების გეშინიათ?  წადით ხალხმრავალ ადგილას და მარტოდ მოსიარულე ადამიანები დაპატიჟეთ. თქვენ შიშს დაახლოებით 10 უარყოფის შემდეგ დაძლევთ.

სიმაღლის შიში გაქვთ? ბანჯი-ჯამპინგი გელით.

საჯარო გამოსვლებს უფრთხით? შეუერთდით ამ მხრივ აქტიურ ადამიანებს.

ინტერნეტში გასართობი, საგანმანათლებლო სტატიების კითხვის გეშინიათ? ამ მომენტში თქვენ შიშს განიცდით! გილოცავთ!

ჩემში ბრძოლის შიში მოზარდობაში აღმოვაჩინე. მდიდარი, ჯანმრთელი და ბედნიერი ვიყავი, თუმცა ზემოთხსენებული პრობლემა მაწუხებდა და მისი დაძლევა გადავწყვიტე.

მოვიქეცი ისე, როგორც ნებისმიერი არანორმალური მოიქცეოდა არესებულ მდგომარეობაში. ჩემპიონს გადავუხადე, რომ ჩემთვის დაერტყა. თანაც ვუთხარი, რომ თუკი თითოეული სესიის შემდეგ დაზიანებები და სისხლდენა არ მექნებოდა, გადახდას შევწყვეტდი.

კვირაში ერთხელ თვალი ჩალურჯებული მქონდა. ცხვირი გავიტეხე, კეხი დღემდე მეტყობა. ნეკნებიც დამემსხვრა. ერთხელაც ისე მცემა, ხალხის წინაშე ბავშვივით ვიტირე. თუმცა გამბედაობა მომემატა.

როდესაც რაიმე კონკრეტულ საკითხში უფრო გამბედავი ხდები, ეს სხვა შიშების დაძლევასაც გულისხმობს. მე ბრძოლის შიშთან ერთად საჯარო გამოსვლის შიშიც დავძლიე.

,,ის, ვისაც რისკზე წასვლის გამბედაობა არ ჰყოფნის, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს.’’ – მუჰამედ ალი

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა