Skip to content

ბლეზ პასკალის აზრები

ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი, და მისი უბედურება იმაშია რომ რაც უფრო ესწრაფვის ანგელოზობას. მით უფრო მეტად ხდება ცხოველი.

ადამიანებს არ შეუძლიათ თავიდან აიცილონ სიკვდილი,უმეცრება, უბედურება, მაგრამ ისინი ცდილობენ არ იფიქრონ ყოველივე ამის შესახებ და ამ გზით მაინც ეზიარონ ბედნიერებას.

სიკვდილი უფრო ადვილია, როცა სიკვდილზე ფიქრობ,ვიდრე სიკვდილზე ფიქრი, როცა სიკვდილი არ გემუქრება.

კაცისთვის სულაც არ არის სამარცხვინო ვერ გაუძლებს მწუხარებას, მაგრამ სამარცხვინოა, ვერ გაუძლოს განცხრომის  სურვილს .

ჩვენ არასდროს არ ვცხოვრობთ აწმყოთი, წინასწარ მოვუხმობთ და ვაჩქარებთ მომავალს, თითქოს მოსვლას აჭიანურებს, ან  ცდილობს უკან გამოვიხმოთ წარსული.

არ ვიცი, საიდან მოვედი, არ ვიცი, სად უნდა წავიდე, ვიცი მხოლოდ,რომ გარდასვლის შემდეგ ან არარაობად ვიქცევი, ან უფლის რისხვის საბრალო მსხვერპლად.

გვეშინოდეს სიკვდილისა არა საფრთხეში, არამედ მაშინ, როცა არაფერი არ გვემუქრება, დაე, ადამიანი, ყოველთვის დარჩეს ადამიანად.

ჩვენ რომ ყოველღამე ერთი და იგივე რამ გვესიზმრებიდეს, სიზმარეული ჩვენება არანაკლებ შეძრავდა ჩვენს სულს, ვიდრე ის, რასაც ცხადში ყოველდღე ვხედავთ.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ