Skip to content

არ შეჩერდე, განაგრძე დაკვრა !

ერთ დედას ძალიან სურდა, რომ მისი შვილი პიანისტი გამოსილიყო და პატარა ბიჭიც ძალიან დაინტერესებული იყო მუსიკით და სიამოვნებით ასრულებდა დედისა და მუსიკის მასწავლებლების მითითებებს.

ერთხელ დედამ იგი იან პადერევსკის კონცერტზე წაიყვანა, რათა ენახვებინა მისთვის, თუ როგორ უკრავდნენ დიდი პიანისტები.

როდესაც დარბაზში დასხდნენ დედამ უკანა რიგებში თავისი მეგობრები შენიშნა და შვილს უთხრა:

– ვიდრე კონცერტი დაწყებულა, რამოდენიმე წუთით მივალ მათთან. არ მოიწყინო.

დედის წასვლის შემდეგ ბავშვმა დარბაზს დაუწყო თვალიერება.რადგან პირველად იყო საკონცერტო დარბაზში, ძალიან აინტერესებდა მისი ყოველი კუთხე–კუნჭული. ამ დაკვირვებაში იყო, რომ მან სცენის გვერდით შენიშნა კარი, რომელზეც ეწერა : შესვლა აკრძალულია.

შუქები ჩაქრა და კონცერტი იწყებოდა.დედა თავის ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ მისდა გასაოცრად შვილი იქ აღარ დახვდა.შეშფოთებულმა დედამ მისი ძებნა დაიწყო, როდესაც ხალხის გაკვირვებული ოვაციების ხმა გაიგონა და ინსტიქტურად სცენისკენ გაიხედა,

პიანინოს გვერდით იან პადერევსკის ნაცვლად მისი შვილი იჯდა და ბეთჰოვენის მთვარის სონატას უკრავდა.ამ დროს სცენაზე პადერევსკიც შემოვიდა, ღიმილით მიუხლოვდა ბავშვს და უთხრა:

– არ შეჩერდე, განაგრძე დაკვრა!

ამ სიტყვების შემდეგ იგი გვერდით მიუჯდა ბავშვს და თავისი მარცხენა ხელით დაეხმარა მას შეესრულებინა ბეთჰოვენის უკვდავი კომპოზიცია.

ბავშვისა და პიანინოს ოსტატის მიერ შესრულებული კომპოზიცია იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მუსიკის დასრულების შემდეგ აღრფთოვანებული აუდიტორია ძალიან დიდხანს უკრავდა ტაშს პატარა ბავშს და გამოცდილ ოსტატს.

და როდესაც დიდი გამოწვევის წინაშე დადგებით, ნუ შეგეშინდებათ, გააგრძელეთ გზა, მიჰყევით თქვენზე გამოცდილი და წარმატებული ადამიანების მაგალითს და მუდამ გახსოვდეთ ოსტატის სიტყვები:

– არ შეჩერდე, განაგრძე დაკვრა!