Skip to content

არწივი (იგავი პიროვნულ განვითარებაზე)

ერთხელ ერთმა ფერმერმა მიტოვებული არწივის ბუდე იპოვა, რომელშიც ერთი ჯერ კიდევ თბილი კვერცხი იყო დარჩენილი.
ფერმერმა კვერცხი თავის ფერმაში წაიღო და თავისი ქათმების კვერცხებთან ერთად დადო. და მალე კვერცხიდან პატარა არწივი გამოიჩეკა.
პატარა არწივი წიწილებთან ერთად იზრდებოდა. მიეჩვია ფერმერის მიერ დაყრილი საკენკისა და ბალახის ჭამას. მოკლედ მან მთელი თავისი სიცოცხლე ფერმის ეზოში გაატარა და ცაში იშვიათად, თუ აუხედავს.
ერთ დღეს, თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ჩვენი არწივი ეზოში სხვა ქათმებთან ერთად დასეირნობდა. მოულოდნელად მან ცაში აიხედა და მშვენიერმა სანახაობამ დაატყვევა მისი თვალები.
ცაზე არწივი დაფრინავდა და ლაღად გაშლილი ფრთებით მიაპობდა უსასრულო სივრცეს.
მოხუცი არწივი დაფიქრდა და გულში ინატრა: ,,ნეტავ რა იქნებოდა მეც, რომ არწივად დავბადებულიყავი.“

თარგმანი:4motivi.com