ერთხელ უნივერსიტეტის პროფესორმა ასეთი კითხვა დაუსვა სტუდენტებს .
– არსებობს, თუ არა ღმერთი ?
– რასაკვირველია არსებობს !- ერთხმად უპასუხეს მას სტუდენტებმა.
და თუ არსებობს, მან ხომ ყველაფერი შექმნა?
– დიახ – უპასუხეს მას სტუდენტებმა.
– და თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ გამოდის, რომ ბოროტებაც მან შექმნა,რადგან ბოროტებაც არსებობს ამქვეყნად. თუ ამ მჯელობიდან გამოვალთ, ისიც გამოდის, რომ ღმერთი ბოროტია – მიუგო მათ ღიმილით პროფესორმა.
კლასი სიჩუმემ მოიცვა, მაგრამ მოულოდნელად ერთ-ერთი სტუდენტი წამოდგა და პროფესორს ჰკითხა:
– პროფესორო, არსებობს,თუ არა სიცივე?
– ეს რა კითხვაა? რასაკვირველია, არსებობს. ნუთუ არასოდეს შეგციებია?
– არა, პროფესორო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც სიცივეს ვუწოდებთ, მხოლოდ სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული (-460 ფარენგეიტი) კი სითბოს აბსოლუტურ ნაკლებობას აღნიშნავს. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ განგვესაზღვრა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს.
– პროფესორო,როგორ ფიქრობთ, არსებობს, თუ არა სიბნელე?
– ცხადია არსებობს.
– კიდევ ერთხელ ცდებით, პროფესორო, რადგან სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე. სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს.
– და არსებობს, თუ არა ბოროტება?
– რაღა თქმა უნდა არსებობს, ეს ხომ უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ.ფაქტია, რომ მსოფლიოში დანაშაული,ბოროტება და ძალადობაა გამეფებული .
– კიდევ ერთხელ ცდებით, პროფესორო . . . ბოროტება არ არსებობს და შესაბამისად, ღმერთსაც არ შეუქმნია იგი. ბოროტება სიბნელისა და სიცივის მაგალითს ჰგავს და ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღმერთის სიყვარულს . . .
სტუდენტის სახელი და გვარი გახლდათ ალბერტ აინშტაინი.