დინ სმითი მისი შეყვარებულის, ჯენიფერის, ხელის სათხოვნელად 365 დღე ემზადებოდა.
სმითმა YOUTUBe-ზე ატვირთა ვიდეო, სადაც უჭირავს თეთრი დაფა, რომელზეც ყოველდღე ხელს სთხოვს ჯენიფერს. ვიდეოს ჩაწერა 2014 წლის 8 იანვრიდან დაიწყო.
„მე უბრალოდ მინდა გითხრა თუ როგორ ძალიან მიყვარხარ. როგორი წარმოუდგენლად ჭკვიანი, მხიარული, მზრუნველი და თვალისმომჭრელად ლამაზი ხარ,“ ამბობს სმითი ვიდეოში. „ჩვემთვის, შენ იდეალური ხარ.“
მან გადაწყვიტა ვიდეოს შექმნა, იმ დღის მერე, როცა მიხვდა, რომ მთელი ცხოვრების გატარება ჯენიფერთან სურდა.
„ჯენიფერ, მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ. მე ვიცი, რომ შენ ხარ პიროვნება, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა, უბრალოდ მჭირდება დრო, რათა ეს მომენტი იდეალური და განსაკუთრებული გავხადო. მომავალ წელს გაჩვენებ თუ როგორ მიყვარხარ და იმას, რომ ჩემი ყოველი დღის ფიქრი ხარ. მინდა ცოლად გამომყვე.“