Skip to content

ამოუხსნელი ამოცანა – შთამაგონებელი ისტორია

1939 წელს, შრომითი სტატისტიკის ბიუროში 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, 25 წლის ჯორჯ დანცინგი სასწავლებლად შევიდა კალიფორნიის ბერკლის სახელობის უნივერსიტეტში სტატისტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე.

ერთხელ, პირველ კურსზე ყოფნისას, ის 20 წუთიანი დაგვიანებით მივიდა პროფესორ ნეიმანის ლექციაზე. მან სწრაფად გადაწერა დაფიდან ორი ამოცანა, ჩათვალა რა ისინი საშინაო დავალებად.

ერთი კვირის შემდეგ დანცინგი მივიდა ნეიმანთან და უთხრა:

– პროფესორო, მაპატიეთ, რომ ასეთი დაგვიანებით მომაქვს საშინაო დავალება. რატომღაც ძალიან გამიჭირდა და დიდხანს მოვუნდი მათ ამოხსნას. შეიძლება ახლა რომ დაგიტოვოთ?

– დატოვე ყმაწვილო, გადავხედავ, –უთხრა ნეიმანმა და დანციგმაც გახარებულმა დადო რვეული პროფესორის სამუშაო მაგიდაზე.

რამოდენიმე დღის შემდეგ კი, შუაღამისას, დანცინგი და მისი მეუღლე კარებზე ბრახუნმა გამოაღვიძა.

მათ ძლივს მოასწრეს კარის გაღება, რომ სახლში აღელვებული ნეიმანი შემოიჭრა.

აღმოჩნდა რომ დანციგმა ამოხსნა ამოცანები, რომლებიც განეკუთვნებოდა ე.წ. ამოუხსნელ სტატისტიკურ ამოცანათა რიგს.

– როგორ მიხვედი ამ ამოხსნამდე ყმაწვილო, რანაირად?

ჰკითხა პროფესორმა ნეიმანმა გაოცებულ სტუდენტს მას შემდეგ, რაც აუხსნა საქმის ვითარება.

– ღმერთო ჩემო! პროფესორო… მე… მე არ ვიცოდი, რომ მათ ამოხსნა არ ჰქონდათ. – უპასუხა გაოგნებულმა დანცინგმა

ნატალია ჩიქოვანი ; წყარო: jesus.ge