Skip to content

ადამიანური მწუხარება და პირფერობა

ადამიანურ მწუხარებაში ხშირად თავს იჩენს სხვადასხვაგვარი პირფერობა. ზოგჯერ ადამიანის დაკარგვას, რომ დავტირით, ჩვენ დავტირით ჩვენსავე თავს; დავტირით ჩვენს დაკარგულ ბედნიერებას, სიმდიდრეს, გავლენას, ვგლოვობთ იმ გულისხმიერებას, რომელსაც არ გვაკლებდა მიცვალებული.

ამრიგად ჩვენ დავტირით ცოცხალთა ხვედრს, თუმცაღა მკვდრებს კი ვაკუთვნებთ ჩვენსავე მწუხარებას. ამნაირი პირფერობა მე მიმაჩნია გულუბრყვილო პირფერობად, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადამიანები ატყუებენ არამარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც. მაგრამ არსებობს სხვანაირი პირფერობაც, უფრო უკეთური, ვინაიდან შეგნებულად აცთუნებს ყველას. ვგულისხმობ მათ გლოვა-გოდებას, ვისაც სურს, რომ გაუქარვებელი მწუხარებით მიიქციოს ყურადღება. მას შემდეგ,რაც ულმობელი დრო დააცხრობს მათ ჭირ-ვარამს, ისინი მაინც დაჟინებით ღვრიან ცრემლს, გულსაკლავად გმინავენ და უნუგეშობის ნიღაბს ამოფარებულნი მთელი თავიანთი ქცევით ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მათ მწუხარებას მხოლოდ მათივე სიკვდილი თუ დაასრულებს.

არსებობს კიდევ ერთი პაწაწინა წყარო ცრემლებისა, რომლებიც ადვილად იღვრებიან და ადვილადვე შრებიან… ტირიან იმიტომ, რომ მგძნობიარედ მოგაჩვენონ თავი. ტირიან იმიტომ, რომ თანაგრძნობა დაიმსახურონ. ტირიან იმიტომ, რომ დატირებულ იქმნენ, და ბოლოს,ტირიან იმიტომ, რომ სირცხვილია, თუ არ ტირი…

ავტორი: ფრანსუა დე ლაროშფუკო;