სდ

იგავები: ლომი და ძაღლი

ერთხელ ძაღლმა ლომი ბრძოლაში გამოიწვია.
ლომმა მას ყურადღებაც კი არ მიაქცია.
ძაღლი გაბრაზდა და ლომს დაემუქრა:
– თუ არ შემებრძოლები, წავალ და ყველა ჩემს მეგობარს ვეტყვი, რომ ლომს ჩემთან ბრძოლის ეშინიაო!
ლომს გაეღიმა და მშვიდად უპასუხა:
– უმჯობესია, ძაღლებმა გამკიცხონ სიმხდალისთვის, ვიდრე ლომებმა დამცინონ იმისათვის, რომ ძაღლებს შევებრძოლეო.

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

[wfp-forms form-id=”23376″ form-style=”all_fields” modal=”Yes”]