Skip to content

The pursuit of happiness (ბედნიერების დევნაში)

მახსოვს ერთხელ დავფიქრდი  ,თუ რატომ წერს თომას ჯეფერსონი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში,რომ ადამიანს აქვს 3 ხელშეუხებელი უფლება: სიცოცხლის,თავისუფლებისა და ბედნიერების დევნის. და მაშინ გავიფიქრე, თუ როგორ მიხვდა და მოახერხა მან დაეწერა ,,ბედნიერების დევნა” ჩვენს უფლებებში. მართლაც , შეიძლება ბედნიერება ისეთი რამ არის,რასაც შეიძლება მხოლოდ სდიო და საერთო ჯამში არასოდეს გქონდეს იგი  – ქრისტოფერ გარდნერი (ფილმის მთავარი პერსონაჟი)
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი ,,ბედნიერების დევნაში” არის ,,გარდნერ რიჩ კორპორეიშენის” დამფუძნებლის ქრის გარდნერის (Cris Gardner) ცოტა არ იყოს სევდიანი და ამაღელვებელი ისტორია. 
დღევანდელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს უმუშევრობისა და სიღატაკის პრობლემა და მათი უმეტესობა (ყოველშემთხვევაში ვისაც მე ვიცნობ ან გამიგია) უიმედობის სენით არის შეპყრობილი და მომავალს პესიმისტური თვალით შესცქერის იმის მაგივრად,რომ ეცადოს  და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ეძებოს .  . 
.
 –,,მამა გინდა სასაცილო ისტორია მოგიყვე? ერთი კაცი შუა ზღვაში იძირებოდა და ნავით კაცმა გამოიარა და უთხრა მოდი დაგეხმარებიო. კაცმა უარი უთხრა ღმერთი მიშველისო. მეორედაც გამოირა სხვა ნავმა და მანაც დახმარება შესთავაზა. კაცმა კვლავ იუარა, ღმერთის იმედი მაქვს, იგი მიშველისო. კაცი ჩაიძირა და გარდაიცვალა. სამოთხეში მისულმა კაცმა ღმერთს შესჩივლა,მე შენი იმედი მქონდა და რატომ არ დამეხმარეო. ღმერთმა უპასუხა : ვიცი,ჩემი იმედი,რომ გქონდა.აბა ის ორი ნავი რისთვის გამოვგზავნეო” – ნაწყვეტი ფილმიდან.
,,უსახლკარობა, უმუშევრობა და სიღატაკის გამო წარმოქმნილი ოჯახური კონფლიქტი,ეს არაა სრული ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელთა დაძლევას ცდილობს ქრისტოფერ გარდნერი. და თუ როგორ ახერხებს იგი, მათ დაძლევას ისე, რომ დღეს იგი საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი,ბროკერი და მოტივაციური ორატორია, მართლაც ყველასათვის ყურადსაღები და გასათვალისწინებელია.
უყურეთ  The pursuit of happiness (ბედნიერების დევნაში) ონლაინ