თათუკა ჯავახიშვილი – Georgia Starts Here თანადამფუძნებელი
წარმატება არის ბედნიერება. პირადად ჩემთვის, ჩანაფიქრს რომ აიხდენ, პატარას თუ დიდს არ აქვს მნიშვნელობა და შემდეგ კმაყოფილების პირველი წუთების მანძილზე გარინდული რომ ტკბები აი ისაა ბედნიერებაა.
უდიდესი ბედნიერება იყო მაგისტრატურაზე რომ ჩავაბარე და სრული დაფინანსება მივიღე უნივერსიტეტიდან. ვფიქრობდი არ წავალ, თუ ასი პროცენტით არ დამაფინანსესმეთქი და შესაბამისად სრულიად არარეალურად მიმაჩნდა ჩემი გამგზავრების იდეა. გაუგებარი მიზეზების გამო გამიმართლა და ბოლონიის უნივერსიტეტში მოვხვდი MBA-ზე კვებისა და ღვინის მიმართულებით. მაინც ვფიქრობ, რომ ეს გამართლება უფრო იყო. თუმცა ერთი წლის შემდეგ, დიპლომთან ერთად, საუკეთესო სტუდენტის წოდება მივიღე, რაც საპატიო და საამაყო ფაქტია. ახლაც მიხარია და მახსოვს ეს წარმატება.