Skip to content

ნინო კევლიშვილი – #წარმატებაარის…

ნინო კევლიშვილი – “კრედო ბანკი ” შერჩევისა და ტალანტების მართვის განყოფილების უფროსი

წარმატება ჩემთვის ძალიან ზოგადი ცნებაა. ყოველი დღე, როცა ვგრძნობ რომ რაღაც უკეთ გამომივიდა, ახალი ცოდნა შევიძინე, ოდნავ უკეთესი გავხდი წარმატებულია. წარმატებაა, როცა შეცდომებზე სწავლა შეგიძლია, განვითარების სურვილი ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გტოვებს, საქმეში ბოლომდე დებ ენერგიას, შრომობ ბევრს და ამის რესურსი გაქვს. ამ ყველაფრის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჩემთვის სიყვარულია, რის გარეშეც სიტყვა წარმატება ვერ იარსებებდა. ოჯახი, შვილები, მეგობრები და ჩემი საქმის სიყვარულია წარმატება.

ჩემთვის ყველაზე მთავარი წარმატება ჩემი მეორე ნახევარია, ძალიან დიდი წვლილია მიუძღვის მას, რომ დღეს მაქვს ის ყველაფერი რაც მაქვს, ძალიან გამიმართლა, რომ მყავს ქალიშვილი და ვარ ორი ვაჟკაცის დედობილი. ვარ წარმატებული ჩემი მეგობრების დამსახურებით, რომლებითაც ყოველდღიურად ვამაყობ. უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი მშობლების და ძმის, რომ ვარ ისეთი როგორიც ვარ.

ჩემთვის წარმატება დილით ღიმილით და პოზიტიურად მოვლენების ხედვით იწყება და ყოველთვის მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.