„როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, მე შევცდი… ქართველი მანდილოსნები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდებს შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ.“ -წერს ალექსანდრე დიუმა. მწერალი აღტაცებული იყო საქართველოს ევროპულითავისებურებებით, მეტიც – ბევრ საკითხში გაოცებასაც გამოხატავდა, ეს ჩვენთან,პარიზში რატომ არ გვაქვსო.
წყალტუბოში ფუქციონირებს წარმოება,რომელიც არც მეტი, არ ნაკლები „დიუმასეულ ემოციას“ უჩენს ნებისმიერ მნახველს და ეს საქართველოში ნამდვილი ევროპის განცდას უტოვებს.
„ჰერბია“ თიბისი ბანკის „ბიზნეს დაჯილდოება 2018-ის“ ფინალისტია „წლის ქართული პროდუქტის“ ნომინაციაში.
კომპანიის ისტორია 2006 წელს იწყება. დღეის მონაცემებით, მას საქართველოს შეფუთული მწვანილის-ბოსტნეულის ბაზრის 95% უკავია და ევროპულ ბაზარზეც არის წარმოდგენილი.
ზურაბ ჯანელიძე „ჰერბიას“ დამფუძნებელი:
„ქართული პროდუქცია გემური თვისებებით ბევრი სხვა ქვეყნის ნაწარმს სჯობს. რუსეთის ბაზრებზე დაწესებული ემბარგოს გამო, იძულებულები ვიყავით,გასაღების ახალი არხები მოგვეძებნა. ევროპა პროდუქტის მაღალ ხარისხს ითხოვს, რასაც შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულება სჭირდებოდა. 2008 წლიდან მოყოლებული, 3-წლიანი მუშაობის შედეგად, დავნერგეთ Global Gap-ის სტანდარტი, რომლის სერტიფიკატმა საშუალება მოგვცა, ევროპულ ბაზრებზე გავსულიყავით. მიმდინარე წელს კი HACCP-ის სტანდარტიც დავნერგეთ“.
კომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც მწვანილი და ბოსტნეული ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე მოჰყავთ სპეციალურ სათბურებში, ახდენენ დაფასოებას და ამზადებენ სარეალიზაციოდ.
ზურაბ ჯანელიძე: „ჩვენს საწარმოს ხშირად სტუმრობენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სურთ ნახონ წარმოების სრული პროცესი. ჩვენ სრული საწარმოო ჯაჭვი გვაქვს აგებული – ნიადაგის მომზადებიდან დაწყებული, გასაყიდად გამზადებული საბოლოო პროდუქტით -ქსელური სუპერმარკეტების თაროებზე დალაგებით დამთავრებული.“
„ჰერბია“ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ქმნის. წარმოების პროცესი სისტემურობით გამოირჩევა, ის უწყვეტი და თანმიმდევრული ხდება. მომხმარებლის უკუკავშირის გათვალისწინება კი, კომპანიას ეხმარება მიზნობრივი აუდიტორიის ლოიალური განწყობილების შექმნაში.
ზურაბ ჯანელიძე: “განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დახლზე პროდუქციის განლაგებას. ჩვენი თანამშრომელი დღის განმავლობაში ყურადღებას აქცევს, რომ სხვადასხვა მაღაზიის დახლებზე ჩვენი პროდუქტი ესთეტიკურად მიმზიდველად იყოს დალაგებული. ჩვენთვის მნიშნელოვანია მომხმარებლის უკუკავშირი, ამიტომ ყველა შესაძლო წყაროდან მიღებულ მომხმარებლის სურვილს, იდეას, ინიციატივას განვიხილავთ.“
„ჰერბია“ ამჟამად წარმოდგენილია საქართველოსა და ბულგარეთის ბაზრებში. მომავალში იგეგმება წარმოების პროცესის გაფართოება და ევროპის მსხვილი ბაზრების დივერსიფიცირება, რამდენადაც კომპანიას ამის სრული რესურსი შეექმნება.